რჩევები

წვნიანის დიეტა და 1 კვირაში მინუს 6 კილოგრამი

№20

ავტორი: ანი რევია 11:00 24.05, 2021 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ამ დიეტის საიდუმლო მარტივი რეცეპტით მომზადებული წვნიანია. თუ მას ზუსტად დაიცავთ, თქვენ კვირაში, დაახლოებით, 6 ზედმეტ კილოგრამს მოიცილებთ. გაითვალისწინეთ, წვნიანთან ერთად, მხოლოდ რეკომენდებული პროდუქტები უნდა მიირთვათ.

წვნიანისთვიოს საჭირო პროდუქტი: 5 საშუალო ზომის ხახვი, 3 პომიდორი, 1 პატარა ზომის კომბოსტო, 2 მწვანე წიწაკა, 1 კონა ნიახური, 2 კუბიკი ბოსტნეულის ბულიონი.

მომზადების წესი: ბოსტნეული დაჭერით პატარა ნაწილებად, დაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი, წიწაკა და ადუღეთ მაღალ ცეცხლზე, 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ, გააგრძელეთ ხარშვა ნელ ცეცხლზე, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.

წვნიანი შეგიძლიათ, მიირთვათ ნებისმიერი რაოდენობით და ნებისმიერ დროს, როგორც კი შიმშილს იგრძნობთ. წვნიანი უნდა მოამზადოთ ყოველდღიურად ახალი. თუმცა, დღის რაციონი სხვა დამატებითი კომპონენტებითაც უნდა შეავსოთ.

პირველი დღე: წვნიანი და ხილი. შეგიძლიათ, მიირთვათ ყველა ხილი, ბანანის გარდა. დასაშვებია უშაქრო ჩაი ან ყავა, მოცვის წვენი და წყალი.

მეორე დღე: წვნიანი და ბოსტნეული. შეგიძლიათ, მიირთვათ ყველა სახის ბოსტნეული და სვით წყალი.

მესამე დღე: წვნიანი, ხილი და ბოსტნეული. მოერიდეთ ბანანსა და კარტოფილს. დალიეთ წყალი.

მეოთხე დღე: წვნიანი, ხილი და ბოსტნეული, ბანანის ჩათვლით. სვით წყალი. წვნიანის, ბოსტნეულისა და ხილის რაოდენობა შეუზღუდავია. მაგრამ ბანანი მხოლოდ 3 ცალი შეგიძლიათ მიირთვათ.

მეხუთე დღე: წვნიანი, 300-800 გრამი საქონლის ხორცი და პომიდორი.

მეექვსე დღე: წვნიანი, 300-800 გრამი საქონლის ხორცი და ბოსტნეული. მოერიდეთ კარტოფილს და სვით წყალი.

მეშვიდე დღე: წვნიანი, ყავისფერი ბრინჯი, ხილის უშაქრო წვენი და ბოსტნეული. შეგიძლიათ წვნიანს ბრინჯი დაუმატოთ, ან ბრინჯს დაუმატოთ ბოსტნეული. სვით წყალი.

დიეტის დროს არ მიირთვათ პური, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები. უარი უნდა თქვათ შემწვარ და ცხიმიან საკვებზე.

წონა შეამოწმეთ ყოველ დილით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი