რჩევები

წონაში სწრაფად დასაკლები სასმელი

№24

ავტორი: ანი რევია 11:00 20.06

დიეტა
დაკოპირებულია

თუ ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც მიუხედავად ძალისხმევისა და კვებითი შეზღუდვებისა, სწრაფად იმატებს, გადადით მსუბუქ კვებაზე, ამასთან, რეგულარულად მიიღეთ ეს სასმელი და წონის კლებისა და ცხიმოვანი ფენების წვის პროცესს საგრძნობლად დააჩქარებთ. შესაძლებელია 2 კვირაში 10 კილოგრამიც კი დაიკლოთ.

ამ დიეტაში შემავალი ყველა ინგრედიენტი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მათი კომბინირება კი მაქსიმალურად აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ორგანიზმს დაგროვებული მავნე ნარჩენებისგან წმენდს. იმისთვის, რომ მოამზადოთ წონის კლების დასაჩქარებელი სასმელი, დაგჭირდებათ 2 ცალი ლიმონი, 5 კბილი ნიორი, 1 საშუალო ზომის ჯანჯაფილის ფესვი და 1 ლიტრი მინერალური წყალი.

მომზადების წესი: გაჭერით ორივე ლიმონი შუაზე და წვენი ბოლომდე გამოწურეთ. კანი კი შეინახეთ. ნიორი და ჯანჯაფილის ფესვი დააბლენდერეთ, ისე რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. ჩაასხით ქვაბში ერთი ლიტრი მინერალური, არაგაზირებული წყალი, მოათავსეთ მასში ლიმონის დაჭრილი კანი და მიიყვანეთ დუღილამდე. გადმოდგით, ჩაამატეთ დაბლენდერებული ნიორი და ჯანჯაფილი. ქვაბს დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ, გადაწურეთ მინის ქილაში, დაუმატეთ ლიმონის წვენი, კარგად შეანჯღრიეთ და შეინახეთ მაცივარში.

მიირთვით 100-150 მილილიტრი ყოველ დილას, უზმოზე.

კურსის ხანგრძლივობა 10-14 დღეა. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ კი აუცილებელია ერთთვიანი შესვენება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო