რჩევები

წიწიბურას დიეტა

№30

ავტორი: ანი რევია 51 წუთის წინ

დიეტა
დაკოპირებულია

წიწიბურას ათდღიანი დიეტა სამკურნალო დიეტებს ეკუთვნის. ის ხელს უწყობს ორგანიზმის გასუფთავებას და ადვილი დასაცავიცაა. წიწიბურა შეიცავს რკინას, სპილენძს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, თუთიასა და მანგანუმს, ასევე, მცირე რაოდენობით ნახშირწყლებსა და დიდი რაოდენობით ამინომჟავებს. სწორედ ამიტომ, წიწიბურას დიეტა უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

წიწიბურას დიეტა არა მხოლოდ გახდომისთვისაა კარგი, ის ასევე, სასარგებლოა სხვადასხვა დაავადების დროსაც, რადგან ეს პროდუქტი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. იმავდროულად, აუმჯობესებს სახის ფერსა და კანის მდგომარეობას. წიწიბურას გარდა, დიეტაში შედის კეფირი, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას ასტიმულირებს, მდიდარია A, B2, B12 ვიტამინებით და ტოქსინები და შლაკები აქტიურად გამოჰყავს ორგანიზმიდან.

ათი დღის განმავლობაში, უნდა დაიცვათ ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაცია.

ერთი დღისთვის წიწიბურას მომზადების წესი: ნახევარ კილოგრამ წიწიბურას, დაასხით 1,5 ლიტრი მდუღარე წყალი და დახურულ ჭურჭელში შეფუთული დილამდე გააჩერეთ. დილით კი გადაღვარეთ წყალი, რაც არ შეიწოვა. მიირთვით ასე მომზადებული წიწიბურა დღის განმავლობაში, 10 დღე.

წიწიბურას ფაფასთან ერთად, დღის განმავლობაში უნდა დალიოთ, 1 ლიტრი 1-პროცენტიანი კეფირი და შეუზღუდავად წყალი ან უშაქრო მწვანე ჩაი.

თუ შიმშილის მოთმენა არ შეგიძლიათ, დღის განმავლობაში 1 ცალი მწვანე ვაშლი ან ბოსტნეულის სალათა მიირთვით, ოღონდ დანამატების გარეშე.

დაძინებამდე 3 საათით ადრე კი არაფერი ჭამოთ.

ამ დიეტის დროს აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, კერძოდ, ცურვა, ვარჯიშები სახლში, სირბილი ან სწრაფი სიარული სუფთა ჰაერზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი