რა წესები უნდა გაითვალისწინოთ ცხელ სეზონზე
ავტორი: ანი რევია 12:00
თუ გსურთ, სილამაზე და ჯანმრთელობა დიდხანს შეინარჩუნოთ, მაშინ ზაფხულის თაკარა მზეში აუცილებლად უნდა დაიცვათ ქვემოთ მოყვანილი წესები:
* არ გახვიდეთ სახლიდან მზის დამცავი საშუალებების გარეშე. SPF დაიცავს თქვენს კანს, მავნე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან, პიგმენტური ლაქებისგან და ნაადრევი სიბერისგან;
* სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით, უფრო მეტად მზეზე ტუჩი იწვება. მაღალი SPF-ის მქონე ბალზამის წასმა დაარბილებს მას და დაზიანებისგანაც დაიცავს;
* კანის კომპლექსური მოვლისთვის აუცილებელია აქერცვლის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება. ეს საშუალებები ათავისუფლებენ კანს მკვდარი უჯრედებისგან და აჩქარებენ მისი აღდგენის პროცესს. კანი უფრო ხავერდოვანი ხდება. იმისთვის, რომ დაიცვათ კანი მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან, გამოიყენეთ კანის გამწმენდი სკრაბები ან ჰიდრომჟავების ბაზაზე დამზადებული საშუალებები;
* კანის ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა ახალი ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით, ზაფხულში. კონკრეტულად, მოცვი, ალუბალი და მარწყვი დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. კარგია არა მარტო მათი მირთმევა, არამედ ნიღბის სახით მათი სახეზე წასმა;
* ცხელი და ტენიანი ამინდი ხშირად იწვევს გამონაყარს სახეზე, ზურგზე, მკერდსა და მხრებზე. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, გაიწმინდეთ კანი სწორად, სპეციალური გამწმენდი საშუალებით და ტონიკით, რომლებიც მოგაშორებთ ჭუჭყს, ზედმეტად გამოყოფილ ცხიმსა და მაკიაჟის ნარჩენებს. კვირაში ორჯერ კი გამოიყენეთ აქერცვლის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ასტიმულირებს უჯრედების განახლების პროცესს;
* თვალის გარშემო კანი ნაზია და ნაოჭების წარმოქმნისკენ მიდრეკილი, მზის სხივები კი, დამატებით აჩქარებენ დაბერების პროცესს. ამიტომ, ზაფხულში მზის სათვალის გაკეთება აუცილებელია. თვალების ქვემოთ უპეების შეშუპებისას კი წაისვით სპეციალური დამატენიანებელი თვალის კრემი;
* აუცილებლად გამოიყენეთ ხელის კრემი, რათა მზის სხივების ზემოქმედებით ამ მიდამოში არ მოხდეს კანის დაჭიმვა და დანაოჭება. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ხელის კრემს, რომელიც შეიცავს SPF-ს და ერთდროულად არის დამცავიც და მკვებავიც;
* დეკოლტეს ზონაში კანი თხელი და უფრო მშრალია, ვიდრე სახეზე, ამიტომ უფრო მეტად არის მიდრეკილი მზის სხივების არასასიამოვნო ფაქტორების ზემოქმედებისკენ. იმისთვის, რომ დავიცვათ კანი, მზისგან დამცავი კრემი ამ მიდამოში ყოველდღე უნდა წაისვათ;
* მზეზე ყოფნის მერე აუცილებელია, აღადგინოთ კანის ტენიანობის დონე და მინიმუმამდე დაიყვანოთ მზის სხივებით გამოწვეული ზიანი. ამ დროს კანისთვის კარგია ალოე-ვერას ექსტრაქტზე დამზადებული საშუალებების გამოყენება. ის გააგრილებს გახურებულ კანს, მოხსნის სიწითლეს და დაატენიანებს კიდეც მას;
* ქლორი, რომელსაც აუზი შეიცავს, აზიანებს კანის ზედა ფენას, რომელიც მას ტენიანობას უნარჩუნებს. ამიტომ, აუზზე ყოფნის შემდეგ შხაპის მიღება აუცილებელია. ეს დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ კანის გამოშრობა და სხვადასხვა დაზიანება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




