კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 12:00
კითხვა: რა საჭიროა გამაღიავებლის ხმარება სახეზე და კერძოდ, რა ადგილებში გამოიყენება ის?
პასუხი: გამაღიავებელი ნაზ შტრიხებს აძლევს სახის იმ ადგილებს, სადაც გაფერმკრთალება გჭირდებათ. წაისვით მცირე რაოდენობის გამაღიავებელი წარბების ქვეშ, იქ, სადაც წარბის ფორმა მრგვალდება. კარგად გადაინაწილეთ, რომ ზედმეტად თეთრი არ ჩანდეს. ამის შემდეგ უკვე მზად ხართ სრულყოფილი მაკიაჟისთვის და გამაღიავებლის შედეგსაც, თავად დაინახავთ.
კითხვა: როგორ მოვამზადო სოდისგან სახის სკრაბი და როგორ გამოვიყენო ის, რომ სრულყოფილი შედეგი მივიღო?
პასუხი: სახის სკრაბის დასამზადებლად, წყალში გახსენით სოდა, პროპორციით – 3:1 და წაისვით სახეზე წრიული მოძრაობით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შედეგი თავად გაგაოცებთ.
კითხვა: მაქვს პრობლემური კანი. შეიძლება, რომ ფხვიერი ტონალური გამოვიყენო და მაინტერესებს, რამდენად გამომადგება სახეზე ნაკლოვანებების დასაფარად??
პასუხი: ტონალური არის პროდუქტი, რომელიც გამოიყენება მაკიაჟისთვის ბაზისის შესაქმნელად და მცირე ნაკლოვანებების დასაფარად. ფხვიერი ტონალური გამოირჩევა ძალიან კარგი დაფარვით ცხიმიანი კანისთვის. მშრალი კანის შემთხვევაში კი აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი ბაზისი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ფხვიერმა ტონალურმა კიდევ უფრო გამოკვეთოს თქვენი მშრალი კანი. კომბინირებული კანისთვის მსგავსი პროდუქტის გამოყენება არანაირი პრობლემა არ არის, რადგან ის დაფარავს ცხიმიანი კანის ბრწყინვალებას და გამოაცოცხლებს სახის იმ ნაწილებს, სადაც კანი ნორმალურია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



