რჩევები

ცილოვანი დიეტა

№46

ავტორი: ანი რევია 11:00 18.11

დიეტა
დაკოპირებულია

ცილოვანი დიეტა კარგია აქტიური ცხოვრების წესის მიმდევართათვის. ასაკოვანი და ძალიან ჭარბწონიანი ადამიანებისთვის ის არ არის დასაშვები, რადგანაც ცილა ხელს უწყობს სისხლის შედედებას და ზრდის თრომბის წარმოქმნის რისკს. ყოველდღე კი აუცილებელია, მინიმუმ 1,5 ლიტრი ანადუღარი ან მინერალური წყლის დალევა.

ორშაბათი

საუზმე: ყავა უშაქროდ.

სადილი: ერთი ჭიქა ტომატის წვენი, მოხარშული კვერცხი, მოხარშული კომბოსტო ზეითუნის ზეთით.

ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი თევზი.

სამშაბათი

საუზმე: ყავა უშაქროდ, ერთი ნაჭერი ორცხობილა.

სადილი: შემწვარი ან მოხარშული თევზი, კომბოსტოს ან ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით.

ვახშამი: ერთი ჭიქა კეფირი, 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი.

ოთხშაბათი

საუზმე: ყავა უშაქროდ, ერთი ნაჭერი ორცხობილა.

სადილი: ერთი ცალი ზეითუნის ზეთში შემწვარი ან მოშუშული ყაბაყი, 2 ცალი ვაშლი.

ვახშამი: 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, 2 მოხარშული კვერცხი, კომბოსტოს სალათა ზეითუნის ზეთით.

ხუთშაბათი

საუზმე: ყავა უშაქროდ.

სადილი: 3 ცალი მოხარშული სტაფილოს სალათა ზეითუნის ზეთით, 1 უმი კვერცხი, 15 გრამი ყველი.

ვახშამი: ხილი.

პარასკევი

საუზმე: უმი სტაფილოს სალათა ლიმონის წვენით.

სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, ერთი ჭიქა ტომატის წვენი.

ვახშამი: ხილი.

შაბათი

საუზმე: ყავა უშაქროდ.

სადილი: მოხარშული ქათმის ხორცი, სტაფილოს ან კომბოსტოს სალათა.

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, გახეხილი სტაფილო ზეითუნის ზეთით.

კვირა

საუზმე: ყავა უშაქროდ.

სადილი: 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, ხილი.

ვახშამი: 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, 2 მოხარშული კვერცხი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა