რჩევები

სტაფილოს დიეტა

№34

ავტორი: ანი რევია 10:00 26.08, 2024 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ჯანმრთელობის გაუარესების გარეშე სწრაფად გახდომაში სტაფილოს დიეტა დაგეხმარებათ, რომელიც საკმაოდ მკაცრია, თუმცა უსაფრთხო. სტაფილო შეიცავს ბეტა კაროტინს, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება. ის ასუფთავებს ორგანიზმს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. გარდა ამისა, სტაფილო შეიცავს B3, C და E ვიტამინებს, კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, ფოლის მჟავას, უჯრედისსა და ნატრიუმს.

სტაფილოს ოთხდღიანი დიეტით გარანტირებულად დაიკლებთ 3-3,5 კილოგრამს.

დიეტის საფუძველია სტაფილოს ჩვეულებრივი სალათა, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1 კილოგრამი სტაფილო, ერთი ლიმონი და ერთი სადილის კოვზი თაფლი. გახეხეთ სტაფილო, დაამატეთ ლიმონის წვენი და თაფლი. სალათა გაყავით სამ ნაწილად და მიირთვით დღის განმავლობაში. აუცილებელია, ყოველდღიურად ახალი მოამზადოთ.

პირველი სამი დღის განმავლობაში, სტაფილოსთან ერთად, შეგიძლიათ, მიირთვათ რომელიმე ხილი, ბანანისა და ყურძნის გარდა, მაგალითად, ვაშლი, მსხალი ან კივი.

მეოთხე დღეს კი შეგიძლიათ, მიიღოთ მცირე რაოდენობით მოხარშული კარტოფილი, სადილზე და 100 გრამი მოხარშული ხორცი – ვახშმად.

აუცილებლად სვით ბევრი წყალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა