რჩევები

საშემოდგომო დიეტა

№37

ავტორი: ანი რევია 11:00 18.09, 2023 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ვირუსებისა და გაციების პერიოდი უპრობლემოდ რომ გადაიტანოთ, იმუნიტეტი უნდა აიმაღლოთ. ამისათვის კი რაციონი სასარგებლო პროდუქტებით უნდა გაამდიდროთ. ამასთანავე, შემოდგომაზე ყოველდღიურად უნდა მიიღოთ 100 გრამი ცილა და 30 გრამი ცხიმი. დღიური რაციონი უნდა შეიცავდეს შემდეგ პროდუქტებს: ხორცს, თევზს, ყველს ან ხაჭოს, ბურღულეულს, ხილს, ბოსტნეულს, პურს, ნაღებისა და მცენარეულ კარაქს. აქვე შემოგთავაზებთ ეფექტურ დიეტას, რომელიც იმუნიტეტსაც ამაღლებს და იმავდროულად, წონაში კლებასაც იწვევს. ამ დიეტის დაცვა სასურველია სამ კვირაში ერთხელ.

დიეტის დაცვისას იმუნიტეტის ასამაღლებლად სასურველია, დალიოთ თაფლიანი და ლიმონიანი წყალი – 1 ჭიქა წყალი, 1 ლიმონის წვენითა და 1 სადილის კოვზი თაფლით. ამ ნაზავის მიღება შეიძლება დილით და საღამოს.

პირველი დღე

საუზმე: 1 ჭიქა რძე და 100 გრამი ნიგოზი.

სადილი: 200 გრამი ბოსტნეულის სალათა, 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, შავი პურის 1 ნაჭერი, 1 ჭიქა ხილის წვენი.

ვახშამი: ერბოკვერცხი, უცხიმო ყველი, ერთი ჭიქა რძე და რუხი პური.

მეორე დღე

საუზმე: რუხი პური, ერბოკვერცხი, უცხიმო ყველი, 1 ჭიქა რძე.

სადილი: მოხარშული ქათმის ხორცი, მწვანე ჩაი და ხილი.

ვახშამი: ბოსტნეულის წვნიანი.

მესამე დღე

საუზმე: 1 ჭიქა იოგურტი.

სადილი: მოხარშული ქათამის ხორცი, ბოსტნეულის სალათა, მწვანე ჩაი.

ვახშამი: მოხარშული კარტოფილი, რამდენიმე ლებანი ნიგოზი, 1 ცალი ფორთოხალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული