რჩევები

სახის კანისა და თმის გამაახალგაზრდავებელი მანდარინის ნიღბები და ლოსიონი

№51

ავტორი: ანი რევია 11:00 30.12, 2021 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

მანდარინისგან მომზადებული ნიღაბი არაჩვეულებრივი ბუნებრივი კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც იაფიც დაგიჯდებათ, ეფექტიც თვალშისაცემი იქნება და ამასთან, მისი მომზადება და გამოყენება, საკმაოდ მარტივია.

✔️ მანდარინის ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის – კანს ჯანსაღ ფერს აძლევს და აახალგაზრდავებს. დაჩეჩქვეთ მანდარინი კანიანად და დაასხით ნახევარი ჭიქა არაყი. ნაყენი დადგით სიბნელეში, დაახლოებით, ერთი კვირიის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ. ცხიმიანი კანის მოსავლელად ლოსიონი შეგიძლიათ, გამოიყენოთ ყოველდღე.

✔️მანდარინის ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისთვის – მანდარინის ნიღაბი ატონიზირებს კანს, მაქსიმალურად კვებავს ვიტამინებით და მომენტალურად აცოცხლებს. გაფცქვენით მანდარინი და გამოწურეთ. დაასველეთ ბამბის ტამპონი მანდარინის წვენში და გაიწმინდეთ სახე, ყელი. მეორე ვარიანტი: დაასველეთ მანდარინის წვენში დოლბანდი და დაიდეთ სახესა და ყელზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ გაიწმინდეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. ნიღბის გაკეთების რეკომენდებული კურსია კვირაში 3-ჯერ, სულ 15-20 პროცედურა.

✔️მანდარინის ნიღაბი მშრალი და ნორმალური ტიპის კანისთვის – ატენიანებს და აცოცხლებს სახის კანს. ორი სუფრის კოვზ იოგურტს ან მაწონს, შეურიეთ 1/4 ჩაის კოვზი მანდარინის ცედრა და ერთი სუფრის კოვზი მისივე ახალგამოწურული წვენი. კარგად აურიეთ, ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. წაისვით მშრალ და სუფთა კანზე. მოერიდეთ თვალის გარშემო ნაზ კანს. ათი წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. სახე გაიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი საცხი.

✔️მანდარინის ტანის სკრაბი – არბილებს და კვებავს კანს: ერთ ფინჯან ზღვის მარილს შეურიეთ ერთი ფინჯანი ზეითუნის ზეთი, ნახევარი მანდარინის ცედრა და 2 კოვზი ახალგამოწურული მისივე წვენი. აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წრიული მოძრაობებით წაისვით ტანზე 5-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი, ჩამოიბანეთ. შეიმშრალეთ და წაისვით ტანის ლოსიონი.

✔️მანდარინის ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის – ერთი სადილის კოვზ თაფლს შეურიეთ, ნახევარი სადილის კოვზი ლავანდის ზეთი, ნახევარი სუფრის კოვზი მანდარინის ზეთი, ნახევარი ლიმონის წვენი, ცოტა ზეითუნის ზეთი და ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი. კარგად აურიეთ. დაისველეთ თმა და პირსახოცით კარგად გაიმშრალეთ. შემდეგ, შეიზილეთ მიღებული ნარევი თმაში და თავის კანში, თან, კარგად დაიმასაჟეთ. გაიჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ შამპუნით.

ზოგადად, მანდარინის, ამ სეზონური სურნელოვანი ხილის ნიღაბი ძალიან ეფექტურია და ნებისმიერი ტიპის კანს უხდება. მთავარია, არ დაიზაროთ. მთავარია, ზუსტად იცოდეთ, რომ ამ ხილისა და ზოგადად, ცისტურების მიმართ არ ხართ ალერგიული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი