რჩევები

როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის უსაფრთხო დეზოდორანტი

№3

ავტორი: ანი რევია 11:00 27.01, 2022 წელი

დეოდორანტის გამოყენება
დაკოპირებულია

თავი რომ უსაფრთხოდ იგრძნოთ, აუცილებელია დეზოდორანტის სწორად შერჩევა. მნიშვნელოვანია, რომ ის ასი პროცენტით ბუნებრივი ინგრედიენტებისგან იყოს დამზადებული. სამწუხაროდ, ამ პროდუქტის უმრავლესობა არაჯანსაღი, გამაღიზიანებელი, სინთეზური კომპონენტებისგან შედგება.

თუ ეტიკეტზე დაინახავთ წარწერას „ბუნებრივი“ აუცილებლად დაინტერესდით პროდუქტის რამდენი პროცენტია ბუნებრივი შემადგენლობით (თქვენ 100 პროცენტი გჭირდებათ). თუ ეს ინფორმაცია ეტიკეტზე დატანილი არაა, პროდუქტი საეჭვო შემადგენლობისაა. დეზოდორანტის ამორჩევისას, ასევე, სასურველია იცოდეთ იმ ბუნებრივი ინგრედიენტების შესახებ, რომლებიც უსაფრთხოდ იცავენ ჩვენს სხეულს არასასიამოვნო სუნისგან, მაგალითად: კაოლინის თიხა, ევკალიპტი და ასე შემდეგ. თუ ბუნებრივი დეზოდორანტი არ შეიცავს ამ ნივთიერებებიდან არც ერთს, შესაძლოა, მან სათანადოდ ვერ შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები.

შეარჩიეთ ისეთი დეზოდორანტი, რომელიც ალუმინს არ შეიცავს, რადგან ეს უკანასკნელი ბლოკავს საოფლე ჯირკვლებს, რაც ხელს უშლის სხეულის ბუნებრივ მდგომარეობას. შეიძლება იღლია არ გაგიოფლიანდეთ, მაგრამ ამის ხარჯზე მოიმატოს ოფლიანობამ ხელებზე, ფეხებზე ან სხეულის სხვა ნაწილზე. ასევე, ალუმინს შეუძლია დნმ-ის მუტაცია და სიმსივნური უჯრედების წარმოქმნა. ასე რომ, არ გარისკოთ, აირჩიეთ დეზოდორანტი ალუმინის შემცველობის გარეშე.

ბაზარზე არსებული დეზოდორანტების უმრავლესობა, შეიცავს არაჯანსაღ, სინთეზურ ინგრედიენტებს. მათი უმეტესობა ტოქსინებითაა გაჯერებული. ტოქსინები ხელს უშლიან საჭირო ჰორმონების – ესტროგენის და ტესტოსტერონის წარმოქმნას, რაც კიბოს უჯრედების ზრდის მაპროვოცირებელია.

ბუნებრივმა დეოდორანტებმა უნდა გააკეთონ უფრო მეტი, ვიდრე არასასიამოვნო სუნის ბლოკირებაა. მათ უნდა დაგიცვან ტოქსინებისგან, ასევე, მოახერხონ კანის გამოკვება და დამშვიდება. ალოე და შიის კარაქი, ასევე, ვიტამინი E და კაროტინი, ის ბუნებრივი ინგრედიენტებია, რომელიც ატენიანებს კანს, იცავს მის სირბილეს და სიგლუვეს.

უფრთხილდით დეოდორანტებს, რომლებიც ტანსაცმელზე ლაქებს ტოვებს, რადგან ეს ლაქები დეზოდორანტის მავნე ინგრედიენტებზე მიუთითებს. მაღალი ხარისხის ბუნებრივი დეზოდორანტი გლუვი, აბრეშუმისებრი სტრუქტურისაა. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი სხეული ოდნავ ნოტიოა თუ სრულიად მშრალი, დეზოდორანტით კანზე დატანისას სტრუქტურა არ უნდა შეიცვალოს. ბუნებრივი დეზოდორანტების უმეტესობა მყარია და სხეულზე ზედმეტი დატანისას ნარჩენებს ტოვებს.

ასევე, ბევრი ბუნებრივი დეზოდორანტი შეიცავს სოდას, რომელსაც შეუძლია, მგრძნობიარე კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, შეარჩიეთ დეზოდორანტი სოდის შემცველობის გარეშე. ბუნებრივი დეზოდორანტები დამზადებულია სხვადასხვა ინგრედიენტებისგან, ასე რომ, შესაძლოა, მრავალი ვარიანტის მოსინჯვა დაგჭირდეთ, სანამ თქვენს სხეულზე იდეალურად მორგებულ ბუნებრივ დეზოდორანტს მიაგნებთ. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ 2-3 კვირის ინტენსიური მოხმარებისა და დაკვირვების შემდეგ უნდა გადაწყვიტოთ, მისაღებია თუ არა კონკრეტული დეზოდორანტი თქვენთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი