რჩევები

როგორ უნდა მოამზადოთ კანი და თმა შემოდგომის გრილი დღეებისთვის

№44

ავტორი: ანი რევია 11:00 11.11, 2021 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

დროა, სახისა და კანის მოვლის რუტინები და საზაფხულო ჩვევები დაივიწყოთ და ის რჩევები გაითვალისწინოთ, რომელიც შემოდგომაზე თქვენს თმას გამოფიტვისა და მტვრევისგან, სახის კანს კი აქერცვლისგან და დაზიანებისგან დაიცავს. აუცილებელია, კანის ყოველდღიური რუტინა ამინდებისა და სეზონის შესაბამისად გადააწყოთ. ასე რომ, ძლიერი მზისგან დამცავი და თხელი დამატენიანებლები გვერდით გადადეთ და თაროზე საშემოდგომო პროდუქტები შემოაწყვეთ.

✔️კანის დასატენიანებლად გამოიყენეთ ალოე და კოლაგენი – ისეთი პროდუქტები შეარჩიეთ, რომლებშიც კოლაგენი, ალოე და სხვა ძლიერი დამატენიანებელი ინგრედიენტები იქნება, რადგან შემოდგომაზე კანი შრება და მის დასაცავად ძლიერი დამატენიანებელი აუცილებელია.

✔️თვალის გარშემო კანისა და ტუჩის დამცავი – კანის ძლიერ დამატენიანებელთან ერთად სახის მოვლის რუტინას თვალების ქვეშ დამატენიანებელი კრემი და ტუჩის ბალზამი უნდა დაამატოთ. თვალის ქვეშ კანის თხელი და მშრალი ზონაა, ქარიან და გრილ ამინდებში კი მას მოფრთხილება სჭირდება. დაიტენიანეთ თვალის ქვეშ უპეები დღეში ორჯერ და აუცილებლად გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი.

✔️ხშირად არ გამოიყენოთ კანის ამქერცლავი საშუალებები – შემოდგომა ის სეზონია, როდესაც ამქერცლავი ნიღბების, რეტინოლისა და ექსფოლიატორის გამოყენების სიხშირე უნდა დააბალანსოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამომშრალ და დამსკდარ კანს, ასევე, მუდმივ გამონაყარს ვერ ასცდებით და პრობლემას შეიქმნით.

✔️განაგრძეთ მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება – ზაფხული აღარ არის, თუმცა მზის მავნებლური თვისებები არ გამქრალა. ამიტომ, განაგრძეთ მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, თუმცა უფრო დაბალი SPF-ის შემცველობით, მაგალითად, სრულიად მისაღებია SPF15 და SPF30.

✔️მიიღეთ C ვიტამინი – ის ორმაგად დადებითად მოქმედებს ცივ დღეებში და ეხმარება SPF-ს, ებრძოლოს მზის მავნებელ სხივებს, იმავდროულად, აჯანსაღებს და იცავს კანს შემოდგომის მშრალ დღეებში.

✔️დაიტენიანეთ თმა – თმის დაბანისას, შამპუნთან ერთად, თმის დამატენიანებელი ნიღაბიც გამოიყენეთ, რადგან შემოდგომის პერიოდში, ხშირია ქარიანი დღეები. ქარი კი თავის კანს აშრობს და თმას ასუსტებს. თუ თმას დაბანის დროს საკმარისად დაიტენიანებთ, მთელი შემოდგომა ჯანსაღი და მბზინავი თმა გარანტირებული გექნებათ.

✔️გამოიყენეთ ზეთები და კარაქები – მხოლოდ ნიღბები და დაბანის დროს თმის დატენიანება საკმარისი არაა. საჭიროა, თმას დამატებით მსუბუქი ზეთებიც დაახმაროთ, მაგალითად: არგანი, ჟოჟობა და ყველა ის ზეთი, რომელიც თმის ბოლოებსა და ძირებს გაამაგრებს.

✔️ძლიერი კონდიციონერი – კონდიციონერის გამოყენებას თმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შემოდგომისთვის შეარჩიეთ ძლიერი კონდიციონერი, რომ თქვენი თმა, სიგრილისთვის მოამზადოთ.

✔️შეიმოკლეთ და განაახლეთ თმა – თმის შეჭრა-შემოკლება ჯანსაღი თმის საწინდარია. შემოდგომაზე კი თმას აუცილებლად სჭირდება განახლება. შეიჭერით თმის ბოლოები და სიმსუბუქე მიანიჭეთ მას.

✔️ სვით წყალი – დღეში 2 ლიტრამდე წყლის დალევა არა მარტო სახის კანს წმენდს და უხდება, არამედ ატენიანებს თმის ძირებსაც. დილით უზმოზე დალიეთ 1 ჭიქა წყალი და შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში, მიეხმარეთ ორგანიზმს საჭირო სასმელი წყლის მიღებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი