რჩევები

როგორ უნდა მოამზადოთ დაზიანებული თმის აღმდგენი ნიღბები მარტივად

№46

ავტორი: ანი რევია 11:00 25.11, 2021 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

სახლში მარტივად და ნატურალური, ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული თმის ნიღბები, ყოველთვის სასარგებლოა და სასურველი შედეგის მიღწევა იმაზე ადვილი და შესაძლებელია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

გთავაზობთ ნიღბების რეცეპტებს სხვადასხვა ტიპის თმისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ. ამით დაეხმარებით თქვენს თმას გაჯანსაღებაში და უფრო ლამაზი და თავდაჯერებული გახდებით.

ზოგადად, თმის დაზიანების სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მათ შორის ერთ-ერთია არასწორი კვება და დიეტები, რომელიც აშრობს, მსხვრევადს ხდის მას და უსიცოცხლო იერსაც აძლევს. მიირთვით კვერცხი, იოგურტი, თევზი, ბანანი, ისპანახი და ვიტამინებით სავსე საკვები. სცადეთ კვერცხის ცილის ნიღაბი, წაისვით დაზიანებულ თმაზე ნატურალური ზეთები და კვებით შეუწყვეთ ხელი ჯანსაღი თმის დაბრუნებას.

👉კვერცხის, მაიონეზის, ზეითუნის ზეთისა და თაფლის ნიღაბი – დაზიანებული ხვეული თმისთვის. დაგჭირებათ: 1 კვერცხი, 2 სუფრის კოვზი მაიონეზი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. თუ გრძელი თმა გაქვთ, ყველა ინგრედიენტი გააორმაგეთ. ნიღბის მომზადება: შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი და კარგად დააბლენდერეთ, რომ მასა ბოლომდე გაიხსნას და შედეგიც მაქსიმალურად კარგი იყოს. დაისველეთ თმა და წაისვით ნიღაბი, შეიხვიეთ თავი და 30 წუთში ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ, გამოიყენოთ შამპუნიც.

👉კვერცხის, ქოქოსის კარაქისა და თაფლის ნიღაბი – ყველა ტიპის დაზიანებული თმისთვის. 1 კვერცხის ცილა, 2 სუფრის კოვზი ქოქოსის კარაქი და 1 სუფრის კოვზი თაფლი კარგად შეურიეთ ერთმანეთში და თითების ბალიშებით წაისვით თმის ძირიდან ბოლოებამდე. ნიღაბი კარგად გადაინაწილეთ და შეიფუთეთ 30 წუთით. შემდეგ კი ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ.

👉ბანანის, იოგურტისა და თაფლის ნიღაბი – ძლიერად დაზიანებული ყველა ტიპის თმისთვის. დაგჭირდებათ: 1 დაჭყლეტილი ბანანი, 2 სუფრის კოვზი მაწონი ან იოგურტი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს, დაისველეთ თმა და დაიდეთ ნიღაბი მთლიან თმაზე, გაიჩერეთ 30 წუთი და შემდეგ, შამპუნით ჩამოიბანეთ.

👉ვაშლის ძმრის, ლიმონის წვენისა და თაფლის ნიღაბი – ცხიმიანი დაზიანებული თმისთვის. საჭირო ინგრედიენტები: 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. შეურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთს, კარგად დააბლენდერეთ, გაააჩერეთ რამდენიმე წუთით, ამოურიეთ და გადაინაწილეთ მთელ თმაზე. შეიხვიეთ და 30 წუთში კარგად ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი