როგორ უნდა გაიკეთოთ სახლის პირობებში ეფექტური და იაფი სახის ნიღბები
ავტორი: ანი რევია 11:00 13.05, 2021 წელი
სულაც არ არის აუცილებელი, შეიძინოთ ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული, ძვირად ღირებული ნიღბები. დაუთმეთ თქვენს კანს დღის განმავლობაში ერთი საათი და სახლში თავად მოიმზადეთ ნიღაბი ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. სანამ ნიღაბს წაისვამთ, სახე საგულდაგულოდ დაიბანეთ. ნიღაბი მოამზადეთ იმდენი, რამდენსაც იმ დღეს წაისვამთ. ნიღაბი გაიკეთეთ ორ დღეში ერთხელ, რათა კანს სუნთქვის საშუალება მისცეთ.
თაფლის, ლიმონისა და ნუშის ნიღაბი – ერთი სადილის კოვზ თაფლს, შეურიეთ ორი ცალი ნუში. ნუში დაფქვით, აქციეთ პუდრად და შეურიეთ თაფლში, შემდეგ დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. წრიული მოძრაობებით, ნაზად წაისვით სახეზე. დაიტოვეთ 15 წუთი, რათა შეშრეს და შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.
თაფლის ნიღაბი – მკვრივი და გლუვი კანის მისაღებად სახეზე შეგიძლიათ, მხოლოდ თაფლიც წაისვათ, 10-15 წუთი გაიჩერეთ და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
შვრიის, იგივე ჰერკულესის ნიღაბი – ამ ნიღბის გაკეთების შემდეგ კანი ძალიან გლუვი ხდება. დაფქვით ნახევარი ჭიქა ჰერკულესი, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი, ორი სადილის კოვზი რძე, ორი წვეთი ნემსიწვერას ზეთი და ორი წვეთი გვირილის ზეთი. შეურიეთ კარგად და წაისვით სახეზე თითების წრიული მოძრაობით. გააჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, შეგიძლიათ, 5 წვეთი ლიმონის წვენი დაამატოთ.
ბანანის ნიღაბი – მწიფე ბანანით გააკეთეთ ერთგვაროვანი ფაფა და წაისვით სახესა და ყელზე. გააჩერეთ 15 წუთი და სისხლის მიმოქცევის სტიმულირებისთვის ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
კიტრის ნიღაბი – ეს ბოსტნეული იდეალურად მოქმედებს კანზე, გასაკუთრებით თუ დიდხანს იყავით მზის გულზე. კიტრი გათალეთ, ორი ნაჭერი თვალებისთვის გადაინახეთ, დანარჩენი კი დააბლენდერეთ, სანამ ერთგვაროვან ფაფასარ მიიღებთ. წაისვით ფაფა სახეზე, ხოლო ნაჭრები თვალებზე დაიდეთ. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ გამდინარე, ცივი წყლით.
კვერცხის, ლიმონის წვენისა და თაფლის ნიღაბი მკვრივი სახის კანისთვის – ათქვიფეთ კვერცხის ცილა გათეთრებამდე, დაუმატეთ ორი სადილის კოვზი თაფლი, ერთი სადილის კოვზი ლიმონის წვენი და წაისვით სახეზე, ნაზი მასაჟით. იგრძნობთ, კანი როგორ მოგეჭიმათ. აცალეთ 20 წუთი, შემდეგ გაიწმინდეთ სახე ნელთბილი რძით.
ვარდის ნიღაბი – გასრისეთ ვარდის ფურცლები, სანამ ფაფა არ გახდება. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ კი ცივი წყლით. ჩამოიბანეთ.
მაწვნის ნიღაბი ნაოჭების საწინააღმდეგოდ – ერთ ჭიქა მაწონს შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი კამის თესლი. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.
პომიდვრის ნიღაბი აკნეს, შავი წერტილებისა და ლაქების წინააღმდეგ – პომიდორი დაჭერით მრგვლად და დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მარწყვის მკვებავი ნიღაბი – გასრისეთ რამდენიმე მარწყვი და შეურიეთ თაფლში. წაისვით ნარევი სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან