რჩევები

როგორ უნდა დააჩქაროთ თმის ზრდა

№34

ავტორი: ანი რევია 11:00 02.09, 2021 წელი

თმის მოვლა
დაკოპირებულია

თმის მოვლა, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რუტინაა და საკმაო დრო და ამასთანავე, თანხები მიაქვს. ხშირად კი, სტრესის ან დეპრესიის ფონზე ადამიანები, პირველ რიგში ვარცხნილობას იცვლიან ან სულაც იჭრიან თმას. თუმცა, მალევე ხვდებიან, რომ არასწორად მოიქცნენ, ვეღარ იხდენენ, ნანობენ სულსწრაფ გადაწყვეტილებას და თმის მტანჯველ გაზრდის პროცესში კიდევ უფრო მეტ დროს და ნერვებს ხარჯავენ. ზოგადად კი, თმის სიჯანსაღისთვის, მისი დროდადრო შეჭრა მართლაც აუცილებელია.

ასე რომ, თუ თმა შეიჭერით და ახლა მისი სწრაფად გაზრდა ოცნებად გექცათ, გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც თმის სწრაფ გაზრდაში დაგეხმარებათ და ამ ოცნების ასრულებას დააჩქარებს:

👉მიიღეთ B ჯგუფის ვიტამინები – თმის სწრაფი ზრდისთვის, აუცილებელი, სწორედ, ვიტამინებია. B ჯგუფის ვიტამინები თმის ზრდას ასტიმულირებს და აჯანსაღებს.

👉გაიკეთეთ თავის მასაჟი – ძალიან კარგია თავის დამასაჟება თითების ნაზი მოძრაობით ან სპეციალური ხელსაწყოთი. თუ თმის სწრაფად გაზრდა გსურთ, შეგიძლიათ უფრო ხშირად ჩაიტაროთ თავის მასაჟი და თმის ზრდა, სწორედ, ამით დააჩქაროთ. დაიმასაჟეთ თმის ძირები დაბანამდე და შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.

👉იძინეთ აბრეშუმისპირიან ბალიშზე – აბრეშუმი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო ქსოვილია ჩვენი სხეულისა და ტანისთვის. ამ ქსოვილის ბალიშისპირი თმის ზრდაში დაგეხმარებათ. აბრეშუმი ააქტიურებს თმის ძირებს და მას გამოშრობისგან იცავს.

👉შეიცვალეთ ვარცხნილობა – თუ თმის სწრაფი გაზრდა გინდათ, მაშინ დაივიწყეთ მჭიდრო ვარცხნილობები, რეზინითა და სარჭებით გადაქაჩული თმის ღერები. ასეთი ვარცხნილობა თმის ძირებს ასუსტებს და ანელებს მის ზრდას.

👉ბანაობის დასრულებისთანავე თავზე გადაივლეთ გრილი წყალი – ეს თმას აჯანსაღებს, ამაგრებს და ზრდაშიც ეხმარება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი