რატომ უნდა დააკვირდეთ სახის ფერსა და მოყვანილობას და რას ამოიკითხავთ მასზე
ავტორი: ანი რევია 11:00 31.10
სახე ნათლად ასახავს ადამიანის ცხოვრების სტილსა და მის ჯანმრთელობას. ამიტომ, აუცილებელია მისი ყოველდღიური მოვლა, რომ ამით, ნაადრევ დაბერებასთან ერთად, მის ჯანსაღ იერზეც იზრუნოთ.
* გამხდარი სახე – თუ გენეტიკურად ასეთი სახე არ გაქვთ, მაშინ დღის განმავლობაში იმაზე ნაკლებ კალორიას იღებთ, ვიდრე ეს თქვენს ორგანიზმს სჭირდება. თქვენი სახის კანს ჟანგბადი აკლია და ეს აისახება კიდეც მასზე. შეადგინეთ სწორი დიეტა, რომ კანი ახალგაზრდულად და ჯანსაღად გამოიყურებოდეს;
* შესიებული სახე – თუ სახე ოდნავ შესიებულია, შესაძლოა, ეს სტრესის გავლენა იყოს. შეეცადეთ, შეამციროთ სტრესული სიტუაციები და შეზღუდოთ ალკოჰოლის მოხმარება. ეს ფაქტორები კოლაგენის გამომუშავებას უშლის ხელს, რაც ასე აისახება თქვენს სახეზე. ივარჯიშეთ რეგულარულად და ხშირად დაისვენეთ;
* ნაოჭები – ვისაც მზეზე დიდხანს უყვარს ყოფნა, ნაადრევი ნაოჭები აუცილებლად შეაწუხებს. განსაკუთრებით დელიკატურია კანი თვალების გარშემო. მზეზე ყოფნისას, უპირველეს ყოვლისა, ეს ზონა ზიანდება. დაიცავით სახის კანი მზისგან დამცავი კრემებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ღრუბლიანი ამინდია, ატარეთ სათვალე;
* მშრალი კანი – კანის გამოშრობა მგრძნობიარე კანისთვისაა დამახასიათებელი. კანს მეტი ვიტამინი და მინერალი სჭირდება. დაბერების საწინააღმდეგო კრემები აბსოლუტურად უსარგებლოა, თუ კანზე შიგნიდან არ იზრუნებთ. მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული და დააკვირდით, როგორ გაუმჯობესდება თქვენი კანის მდგომარეობა;
* კანის სიწითლე – ბევრი ყავის სმა კანის გაღიზიანებასა და სიწითლეს იწვევს. კოფეინი უჯრედების დეჰიდრატაციას ახდენს და კანი შრება. განსაკუთრებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ კანს, თუ მუშაობა ღამის განმავლობაშიც გიწევთ. თქვენს კანს მზის სინათლე და ვიტამინი D ესაჭიროება. შეამცირეთ კოფეინის მოხმარება და მიიღეთ მზის აბაზანები ყოველდღე. არ დაგავიწყდეთ, მზისგან დამცავი კრემის გამოყენება;
* ფერმკრთალი სახე – თუ თქვენი სახე ჩვეულებრივზე უფრო ფერმკრთალია, ესე იგი, რკინის ნაკლებობას განიცდით. შეეცადეთ, გაზარდოთ რკინით მდიდარი საკვების მოხმარება. მიიღეთ მეტი ხორცი. არ დაგავიწყდეთ C ვიტამინი, რომელიც ორგანიზმს რკინის შეწოვაში ეხმარება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან