რჩევები

ფრანგული დიეტა

№48

ავტორი: ანი რევია 10:00 05.12

დიეტა
დაკოპირებულია

ამ დიეტას ქალბატონები აქტიურად იცავენ საფრანგეთში და საკმაოდ პოპულარულიცაა. ის ორგანიზმიდან დევნის წიდებსა და შლაკებს, წმენდს უსარგებლო ნივთიერებებისგან და ადამიანი თავს გაცილებით მხნედ და ჯანმრთელად გრძნობს.

დიეტას იცავთ კვირაში ერთი დღე და მთელი დღის რაციონი შეადგენს 1 300-1 500 კილოკალორიას. ამ პრინციპით, გარდა იმისა, რომ ორგანიზმს წმენდთ, ხდება წონის დაკლებაც. კერძოდ, დღეში, დაახლოებით, 300 გრამი იკარგება.

თუ ნებისყოფა არ გყოფნით და შიმშილს ვერ უძლებთ, მაშინ დასაშვებია, დღის განმავლობაში 50 გრამი პურისა და ერთი ჭიქა რძის დამატება.

დილით – ყავა, 50 გრამი პური, 50 გრამი ყველი „ბრინზა”.

მეორე საუზმე – ერთი ვაშლი.

სადილი – 100 გრამი უცხიმო, მოხარშული ხორცი.

სამხარი – ერთი ცალი ვაშლი.

ვახშამი – 100 გრამი უცხიმო ხორცი, 2 ცალი მოხარშული კარტოფილი, ერთი ფინჯანი უშაქრო ყავა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა