რჩევები

ფეხების გასახდომი დიეტა

№2

ავტორი: ანი რევია 11:00 16.01, 2023 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ეს დიეტა მათთვისაა, ვისაც ფეხების დათხელება სურს. მართალია, დიეტა რთული დასაცავია, მაგრამ თუ გამძლეობასა და ნებისყოფას მოიკრებთ და თავს შემოუძახებთ, დაახლოებით ცხრა დღეში სასურველ შედეგს მიიღებთ და თქვენი გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩებით.

პირველი დღე - ორგანიზმის განტვირთვის დღეა. მოამზადეთ სასმელი რძისა და ჩაისგან, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში დალევთ. რძიანი ჩაი ეფექტური გამწმენდი, შარდმდენი და დამამშვიდებელი საშუალებაა. 2 ლიტრ შემთბარ რძეში ჩაამატეთ 4 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი, გააჩერეთ 20 წუთით და მიირთვით.

მეორე დღე - მიირთვით დღის განმავლობაში 600 გრამი ხაჭო და 1,5 ლიტრი ხილის (ყურძნისა და ბანანის გარდა) უშაქრო წვენი.

მესამე დღე - დღის განმავლობაში 600 გრამი ხაჭო და 4 ჭიქა მწვანე უშაქრო ჩაი.

მეოთხე დღე - 1,5 ლიტრი მინერალური გაზგასული წყალი, ხილი.

მეხუთე დღე -1, 5 ლიტრი მინერალური გაზგასული წყალი, ხილი.

მეექვსე დღე - 6 ცალი კანიანად მოხარშული კარტოფილი, 1,5 ლიტრი ხილის (ყურძნისა და ბანანის გარდა) უშაქრო წვენი.

მეშვიდე დღე - 8 ცალი მოხარშული კარტოფილი მარილის გარეშე, 1,5 კილოგრამი ვაშლი, ჩაი და ყავა – უშაქროდ.

მერვე დღე - 500 გრამი მოხარშული უმარილო მჭლე ხორცი, 1,5 ლიტრი ხილის (ყურძნისა და ბანანის გარდა) უშაქრო წვენი.

მეცხრე დღე - 600 გრამი უცხიმო ხაჭო, 1,5 ლიტრი ხილის (ყურძნისა და ბანანის გარდა) უშაქრო წვენი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი