რჩევები

ორკვირიანი დიეტა და მინუს 8 კილოგრამი

№48

ავტორი: ანი რევია 11:00 05.12, 2022 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ეს დიეტა ძალიან ეფექტურია და თან სწრაფად იკლებთ წონაში. კერძოდ, მისი საშუალებით ორ კვირაში, დაახლოებით, 8 კილოგრამს უპრობლემოდ დაიკლებთ. დიეტის დროს აუცილებელია, დალიოთ ბევრი სითხე, ასევე, დღეში ორი ან სამი ჭიქა მწვანე, უშაქრო ჩაი. მარილი კი მინიმალური რაოდენობით მიიღოთ.

პირველი დღე: 2 მოხარშული კვერცხი, ხილი (ბანანის გარდა) და ბოსტნეული – შეუზღუდავი რაოდენობით, უშაქრო ყავა ან ჩაი.

მეორე დღე: 400 გრამი უცხიმო ხაჭო 4 კოვზ უცხიმო არაჟანთან ერთად და 1 ლიტრი ნაკლებად ცხიმიანი კეფირი.

მესამე დღე: ხილი და ბოსტნეული – შეუზღუდავი რაოდენობით, 1 ლიტრი კეფირი და 1 ლიტრი უშაქრო ხილის წვენი.

მეოთხე დღე: 500 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი ან თევზი, 1 ლიტრი კეფირი.

მეხუთე დღე: ხილი და უმი ბოსტნეული – შეუზღუდავი რაოდენობით.

მეექვსე დღე: 400 გრამი უცხიმო ხაჭო, უცხიმო არაჟანთან ერთად და 1 ლიტრი ნაკლებად ცხიმიანი კეფირი.

მეშვიდე დღე: ხილი და უმი ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.

მერვე დღე: 300 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, ერთი მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათა.

მეცხრე დღე: ხილი – შეუზღუდავი რაოდენობით, 150 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ზეითუნის ზეთით შეზავებული კიტრისა და პომიდვრის სალათა.

მეათე დღე: 150 გრამი თევზი, 2 ნაჭერი დიეტური შავი პური, კიტრისა და პომიდვრის სალათა ზეითუნის ზეთით.

მეთერთმეტე დღე: 2 მოხარშული კვერცხი, 150 გრამი ძროხის ხორცი, 2 ნაჭერი დიეტური შავი პური, ბოსტნეულის სალათა, ნახევარი ლიტრი კეფირი.

მეთორმეტე დღე: 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული – შეუზღუდავი რაოდენობით.

მეცამეტე დღე: 300 გრამი ქათმის ხორცი, 2 მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათა.

მეთოთხმეტე დღე: 2 მოხარშული ჭარხალი, ხილი, 1 ლიტრი კეფირი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი