ორგანიზმის გამწმენდი დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00 11.12, 2023 წელი

ეს ვაშლისა და კეფირის დიეტა 3-დღიანია და ორგანიზმი შლაკებისაგან იწმინდება. შეგიძლიათ, მიირთვათ მინერალური წყალი და უშაქრო მწვანე ჩაი. 3 დღეში დაიკლებთ 3 კილოგრამს. დიეტის დასაწყებად, აუცილებელია ორგანიზმის მომზადება – ერთი კვირით ადრე შეამცირეთ კალორიული საკვების მიღება და მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული. გაითვალისწინეთ, რომ დიეტა საკმაოდ მკაცრი და დაბალკალორიულია. ამიტომ, მისი დასრულების შემდეგ ნელ-ნელა, თანდათანობით უნდა გადახვიდეთ გამდიდრებულ რაციონზე.
პირველი დღე
საუზმე: 1 ცალი მწვანე ვაშლი, 1 ჭიქა კეფირი.
სადილი: 2 ცალი ვაშლი, 1 ჭიქა კეფირი.
სამხარი: მოხარშული შვრიის ფაფა ვაშლის პიურესთან და 1 ჭიქა კეფირთან ერთად.
ვახშამი: 1 ცალი ვაშლი და 1 ჭიქა კეფირი.
მეორე დღე
საუზმე: 1 ცალი გახეხილი ვაშლი თაფლით და ერთი ჭიქა კეფირი.
სადილი: 2 ცალი ვაშლი.
სამხარი: 150 გრამი ხაჭო გახეხილი ვაშლითა და 1 ჭიქა კეფირი.
ვახშამი: ვაშლის პიურე 200 გრამი ნიგვზით, ერთი ჭიქა კეფირი.
მესამე დღე
საუზმე: 1 ცალი მწვანე ვაშლი, ერთი ჭიქა კეფირი.
სადილი: 150 გრამი ხაჭო 1 ცალ გახეხილ ვაშლთან ერთად და 1 ჭიქა კეფირი.
სამხარი: 3 გახეხილი ვაშლი თაფლით.
ვახშამი: 2 ცალი მწვანე ვაშლი, ერთი ჭიქა კეფირი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან