რჩევები

ორგანიზმის გამწმენდი და წონაში დასაკლები დიეტა

№1

ავტორი: ანი რევია 11:00 09.01, 2023 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ეს შვიდდღიანი დიეტა, მართალია, საკმაოდ მკაცრია, თუმცა ეფექტურად წმენდს ორგანიზმს ზედმეტი ნარჩენებისგან, აახალგაზრდავებს და წონაშიც საგრძნობლად აკლებინებს.

პირველი დღე - სვით დიდი რაოდენობით ახალგამოწურული ხილის წვენი და უშაქრო მწვანე ჩაი.

მეორე დღე - მიირთვით ბოსტნეული სალათების სახით. სასურველია, ჩართოთ კომბოსტო, რომელიც ეფექტურად შლის ცხიმებს.

მესამე დღე - სვით ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენები და გაზგასული მინერალური წყალი.

მეოთხე დღე - მიირთვით ხილი, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით – გრეიპფრუტი, რომელიც ცხიმს წვავს და ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები. გეკრძალებათ – ბანანი, ბროწეული, ხურმა, კარალიოკი, ლეღვი და თუთა.

მეხუთე დღე - მიირთვით ცილოვანი პროდუქტები, მაგალითად, მოხარშული კვერცხი, მოხარშული ქათამი და დასაშვებია, იოგურტი.

მეექვსე დღე - სვით ახალგამოწურული ხილის წვენი და მიირთვით ცოცხალი კომბოსტოს შემცველი ბოსტნეულის სალათები. შეგიძლიათ, დალიოთ უშაქრო მწვანე ჩაი ან ყავა.

მეშვიდე დღე - მიირთვით საუზმეზე უშაქრო ჩაი ან ყავა და მოხარშული კვერცხი; ლანჩზე – ნებისმიერი ხილი; სადილზე – ბრინჯით ან ბოსტნეულით მომზადებული ბულიონი; სამხარზე – ხილი. ვახშმად კი - ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი