რჩევები

ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნისა და წონაში კლების მარტივი სტაფილოს სალათის დიეტა

№52

ავტორი: ანი რევია 11:00 03.01

დიეტა
დაკოპირებულია

სტაფილო უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: A, D, E, K, B2 და B12 ვიტამინს, კაროტინს, რომელიც კარგი ანტიოქსიდანტია, უჯრედისს, რომელიც ორგანიზმიდან მავნე ნარჩენების გამოდევნას უწყობს ხელს. ის, ასევე, სასარგებლოა მხედველობისთვის, ფიზიკური ზრდა-განვითარებისთვის, ზრდის ინფექციებისადმი ორგანიზმის მდგრადობას.

სტაფილოს დიეტის წყალობით 4 დღეში, დაახლოებით; 3 ზედმეტი კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, ძირითადი კერძი სტაფილოს სალათაა, რომლისთვისაც დაგჭირდებათ: 1 კილოგრამი სტაფილო, 1 ლიმონი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. სტაფილო გახეხეთ, მოასხით თაფლი, ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. ეს სალათა სამ კვებაზე გადაანაწილეთ.

შუალედებში შეგიძლიათ, მიირთვათ თქვენთვის სასურველი ერთი სახეობის ხილი. ასე მოიქეცით 3 დღე. მეოთხე დღეს რაციონში ცოტა კარტოფილის პიურეს დამატებაც შეიძლება.

დილაობით შეგიძლიათ მიიღოთ რძე ან კეფირი, შეჭამოთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი. მათში შემავალი ცხიმები აუცილებელია, რათა ორგანიზმმა სტაფილოდან უკეთ შეითვისოს ბეტა-კაროტინი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.

გაითვალისწინეთ, რომ სტაფილო დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, რომელიც დიდხანს და ძნელად გადამუშავდება. თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაქვთ ან დიეტის დროს შეგექმნათ დისკომფორტი, დიეტა აუცილებლად შეწყვიტეთ, რადგან ეფექტური არ იქნება და ჯანმრთელობასაც დაიზიანებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

24-30 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდ...