მარტივი დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00 27.11, 2023 წელი

ეს დიეტა საკმაოდ მარტივი დასაცავია და თუ მოინდომეთ, კვირაში 4 ზედმეტ კილოგრამსაც კი ჩააბარებთ წარსულს. თან, რაც გასათვალისწინებელია, ამ დროს ორგანიზმი არ სუსტდება. მთავარია ზუსტად დაიცვათ ქვემოთ მოყვანილი დღის კვების რაციონი და შედეგი გარანტირებული გექნებათ. დღის განმავლობაში აუცილებლად დალიეთ 2 ლიტრამდე წყალი.
10 საათი – 1 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი, 1 ჩაის კოვზი თაფლით, 2 სადილის კოვზი ხაჭო.
12 საათი – 200 გრამი უცხიმო ხაჭო, 1 კიტრი.
14 საათი – 1 ცალი კიტრი, 1 ცალი მოხარშული სოსისი;
16 საათი – 1 ცალი მოხარშული სოსისი, 100 გრამი ხაჭო.
18 საათი – 1 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი, 1 ჩაის კოვზი თაფლით.
20 საათი – 1 ჭიქა დაბალპროცენტიანი კეფირი.
თუ შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ და ვეღარ ითმენთ, შეგიძლიათ, მიირთვით რამდენიმე ნატეხი შავი შოკოლადი. ეს უკანასკნელი შიმშილის გრძნობას გააქრობს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან