რჩევები

კომბოსტოს ეფექტური დიეტა

№5

ავტორი: ანი რევია 11:00 05.02

კომბოსტოს დიეტა
დაკოპირებულია

კომბოსტოს დიეტა ათდღიანია და დაახლოებით ზედმეტი რვა კილოს მოცილებაში გეხმარებათ. კომბოსტო შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებს, მინერალებსა და მცენარეულ ბოჭკოებს. კომბოსტოს დიეტა საკმაოდ მკაცრია, თუმცა, თუ შიმშილმა შემოგიტიათ, შეუზღუდავად შეიძლება, მიირთვათ კომბოსტოს ფურცლები. ასევე, შეუზღუდავად შეიძლება დალიოთ მწვანე ჩაი ან გაზგასული, მინერალური წყალი, დღეში, მინიმუმ, 1,2 ლიტრი.

დილიდან მენიუში შეიტანეთ ყავა, რაც თითქმის ყველა სწრაფი დიეტის მოთხოვნაა, ეს კი იმით არის განპირობებული, რომ ყავა აჩქარებს გაცვლით პროცესებს, რაც იმავდროულად, ზედმეტი წონის დამატებით დახარჯვას გულისხმობს.

10 დღის განმავლობაში საკვებში არ შეიძლება შაქრისა და მარილის გამოყენება. აკრძალულია ნებისმიერი სახის ალკოჰოლი. არავითარი პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი. დიეტის დროს, წონის კლებასთან ერთად, ორგანიზმიდან გამოიდევნება დაგროვილი შლაკები და ტოქსინები.

ათი დღის ყოველდღიური მენიუ:

საუზმე – უშაქრო მწვანე ჩაი ან ყავა.

სადილი – უმი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა ზეითუნის ზეთით, 200 გრამი მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი ან ნაკლებცხიმიანი თევზი.

ვახშამი – უმი კომბოსტოს სალათა, ერთი ცალი კვერცხი, ერთი ვაშლი.

დაძინებამდე ორი საათით ადრე – ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი ან მაწონი.

მოამზადა ანი რევიამ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული