კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00 02.06

კითხვა: ბოლო დროს თმის ცვენა დამეწყო და საგრძნობლად შემიმცირდა მისი მოცულობა. შემიძლია, სახლის პირობებში მარტივად და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით ისეთი ნიღაბი დავამზადო, რომელიც თმის ცვენას შემიმცირებს და ამ პრობლემისგან დამიხსნის?
პასუხი: თუ თმა გცვივათ და შეგითხელდათ, სცადეთ მარტივი ნიღაბი, რომელიც მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისგან შედგება და თანაც, ხელმისაწვდომია. თმის ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: აბუსალათინის ზეთი, თაფლი და კვერცხის გული. 2 სადილის კოვზ აბუსალათინის ზეთს, დაამატეთ 1 კვერცხის გული და 1 სადილის კოვზი თაფლი. კარგად აურიეთ და შეიზილეთ ჯერ თმის ძირებში, შემდეგ კი მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ შხაპის ქუდი და დაიტოვეთ 2-3 საათით. შემდეგ კი თავი, ჩვეულებრივ, შამპუნით დაიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ და შედეგს ძალიან მალე მიიღებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან