რჩევები

კითხვა-პასუხი

№20

ავტორი: ანი რევია 11:00 26.05, 2023 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ, რამდენად ამცირებს ნაოჭებს ჟელატინის ნიღაბი, როგორ მოვამზადო და რამდენ ხანში შევამჩნევ შედეგს?

პასუხი: ჟელატინის ნიღაბი ჭიმავს ნაოჭებს და აუმჯობესებს კანის ტონუსს. ზოგადად, ჟელატინი შეიცავს დიდი რაოდენობით კოლაგენს – ნივთიერებას, რომელიც კანის სიმკვრივეს უზრუნველყოფს. მასში შემავალი კოლაგენი ადვილად აღწევს კანის საფარში. შედეგად კი კანის ცხიმოვანი ჯირკვლები იწყებს დაბალანსებულ მუშაობას, რაც ხელს უშლის ანთებითი პროცესებისა და ფერიმჭამელების წარმოქმნას, ღრმად იწმინდება კანის ფორები, იჭიმება ნაოჭები, უმჯობესდება კანის ფერი და იკვეთება კანის კონტური. ნიღაბი, რომელიც შეიცავს ჟელატინსა და გლიცერინს, ინტენსიურად ატენიანებს კანს. ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ – 1 კვერცხის ცილა, 1 სადილის კოვზი გლიცერინი და 2 სადილის კოვზი ჟელატინი. წყალში გახსნილ ჟელატინს დაამატეთ გლიცერინი, შემდეგ კი თანდათანობით ჩაუშვით კვერცხის ათქვეფილი ცილა. მიღებული მასა დაიდეთ დაორთქლილ სახეზე და 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს წაისვით მკვებავი კრემი. ჟელატინის ნიღაბი შეგიძლიათ გაიკეთოთ კვირაში ორჯერ. უკეთესი ეფექტის მისაღებად კი – ყოველ საღამოს, 5 დღის განმავლობაში. რამდენიმე დღეში შენიშნავთ, რომ ჟელატინის ნიღაბი ბოტოქსზე ეფექტურია.

კითხვა: ტანის დასაბან ღრუბელს დაახლოებით ექვს თვეში ერთხელ ვცვლი და ზოგადად, რამდენ ხანშია რეკომენდებული ძველის ახლით ჩანაცვლება?

პასუხი: ტანის ღრუბელი სოკოებისა და ბაქტერიების ბუდეა. შეცვალეთ ის თვეში ერთხელ ან მაშინვე, როგორც კი ტანის ღრუბლისგან უსიამოვნო სუნს იგრძნობთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი