კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 10:00 12.05

კითხვა: ტონალური კრემი მხოლოდ სახეზე გამოიყენება თუ კისერსა და დეკოლტეზეც?
პასუხი: ტონალური კრემი უნდა წაისვათ არა მხოლოდ სახეზე, არამედ კისერსა და დეკოლტეზეც.
კითხვა: დაბანის შემდეგ, თმაზე ხშირად ლუდს ვივლებ. ახლა გავარკვიე, რომ თურმე ბანანის, კვერცხის და თაფლის ნიღაბიც კარგი ყოფილა და როგორ მოვამზადო ამ ინგრედიენტებისგან თმის ნიღაბი?
პასუხი: ლუდის, თაფლისა და ბანანის თმის ნიღაბი, რომელიც მის გაჯანსაღებას უწყობს ხელს და თმის ღერებსაც აძლიერებს, კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ. ამისთვის დაგჭირდებათ: 1 კვერცხი, 1 მწიფე ბანანი, 1 სადილის კოვზი თაფლი და ნახევარი ჭიქა ლუდი. დასრისეთ ბანანი და დაამატეთ 1 კვერცხი. კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ თაფლი და ლუდი და ისევ კარგად გადაურიეთ. მიღებული მასა თმაზე დაიდეთ და თავის კანი 5 წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ. შემდეგ დაიხურეთ აბაზანის ქუდი ერთი საათი გაიჩერეთ და დაიბანეთ. ბანანი შეიცავს კალიუმს და A, C და E ვიტამინებს, რაც აუცილებელია ძლიერი და ჯანმრთელი თმისთვის. კვერცხი შეიცავს ცილას, რომელიც დიდ როლს ასრულებს თმის ღერის ზრდაში და ბრწყინვალებას ანიჭებს მას. ლუდი შეიცავს B ვიტამინს, რომელიც ასქელებს თმის სტრუქტურას. თაფლი კი თმას ატენიანებს და არბილებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან