რჩევები

კითხვა-პასუხი

№51

ავტორი: ანი რევია 11:00 31.12, 2021 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მაქვს ხვეული და ოდნავ ცხიმიანი თმა. გამიჩნდა ქერტლი, თმამ დაკარგა ბზინვარება და მცვივა. მოკლედ შევიჭერი, თუმცა არ მომწონს და მინდა, მალე გაიზარდოს. თუ არსებობს რაიმე საშუალება, რომელსაც სახლის პირობებში მოვამზადებ და თმის სწრაფ გაზრდას შეუწყობს ხელს?

პასუხი: თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად განსაკუთრებით სასარგებლოა დაფნის ნიღაბი. ზოგადად, დაფნა მდიდარია A, B, C და PP ვიტამინებით. ასევე, შეიცავს ნატრიუმს, კალციუმს, ფოსფორს, სპილენძს, მანგანუმს, რკინას, ტანინებს. აშორებს ქერტლს, თმას ხდის ბზინვარესა და ნაზს. ხელს უშლის თმის ცვენას. ის თმის ღერებს ასუფთავებს მავნე ნივთიერებებისგან და წმენდს თავის კანს. ნიღაბი კი ასე უნდა მოამზადოთ: დაფნის 7 ფოთოლი დაჭერით და დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. გააჩერეთ ბნელ ადგილას 3-4 დღის განმავლობაში. შემდეგ, შეიზილეთ სკალპზე, შეიხვიეთ ცელოფნით და გაიჩერეთ, მინიმუმ, 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ ან ორჯერ და შედეგს თავად ნახავთ.

კითხვა: ზამთრის პერიოდში კანი მიშრება და მექერცლება. იქნებ მირჩიოთ, რა შემადგენლობის საცხი შევიძინო?

პასუხი: ზოგადად, ცივ სეზონზე კანისთვის კარგია კოლაგენი და ალოე. კანის დატენიანებისთვის ისეთი პროდუქტები შეარჩიეთ რომელშიც კოლაგენი, ალოე და სხვა სუპერ დამატენიანებელი ინგრედიენტები იქნება, რადგან ცივ სეზონზე კანი შრება და მის დასაცავად ძლიერი დამატენიანებელია საჭირო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი