რჩევები

კითხვა-პასუხი

№44

ავტორი: ანი რევია 11:00 12.11, 2021 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: გამიგია, რომ გოგრის ნიღაბი საუკეთესო საშუალებაა კანისთვის და როგორ მოვამზადო და მოვიხმარო ის?

პასუხი: დიახ, გოგრის რბილობი, საუკეთესო საშუალებაა კანისთვის, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. დაგჭირდებათ: 1 ჩაის კოვზი დაჭყლეტილი ან დაბლენდერებული გოგრის რბილობი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ცოტა რძე. მომზადების წესი: შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს, გაიწმინდეთ სახე და წაისვით ნიღაბი, მოარიდეთ თვალებს, დაიტოვეთ 15-20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კითხვა: გავრისკე და თმა მოკლედ შევიჭერი, თუმცა ვერ მოვიხდინე. საკმაოდ გვიან მეზრდება და რაიმე ხალხური მეთოდი თუ არსებობს თმის ზრდის დასაჩქარებლად?

პასუხი: თმის სწრაფი ზრდისთვის საუკეთესოა დაფნის ნიღაბი – დაფნის 7 ფოთოლი დაჭერით და დაუმატეთ 4 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი. გააჩერეთ ბნელ ადგილას, 7 დღის განმავლობაში. შემდეგ, შეიზილეთ სკალპზე და გაიჩერეთ მინიმუმ, 40 წუთის განმავლობაში, თმა შეიხვიეთ აბაზანის ქუდით ან ცელოფნით. შემდეგ კი, შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ.

კითხვა: მაქვს ძალიან ხვეული და დაუმორჩილებელი თმა, რომელიც ბოლოებში იყოფა. რის ხმარებას მირჩევთ?

პასუხი: ეს ნიღაბი იდეალურია ხვეული თმისთვის, კულულების გამოყოფასა და ფიქსაციას უწყობს ხელს - 2 სადილის კოვზი მდუღარე წყალი დაასხით 7 ცალ დაფნის ფოთოლს და 1 საათით დატოვეთ. დაუმატეთ 3 სადილის კოვზი თაფლი. მიღებული სითხე თმაზე შეიზილეთ, ძირებში არა. ერთი საათი გაიჩერეთ. შემდეგ კი თმა ჩამოიბანეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი