რჩევები

კითხვა-პასუხი

№35

ავტორი: ანი რევია 11:00 10.09, 2021 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მაქვს ძალიან მშრალი კანი. მირჩიეთ, როგორ მოვუარო, რომელ კრემს მირჩევთ, რომ დავიტენიანო?

პასუხი: აარჩიეთ კრემები, სადაც არის ლიპიდები, მცენარეული კოსმეტიკური ზეთები, ცერამიდები. იხმარეთ მაღალი SPF-ის მქონე დამცავი საშუალება. შეარჩიეთ შედარებით რბილი გამწმენდი და ერიდეთ აგრესიულ სკრაბებს. მშრალ კანს კვირაში ერთხელ ან ორჯერ სჭირდება დამატენიანებელი ნიღაბი. ასეთს კი ბანანის, ხაჭოსა და არაჟნის ნებისმიერი კონცენტრაციით მიიღებთ. ასევე, უნდა სვათ, დღეში 2 ლიტრი სითხე, გამოიყენოთ აქტიური კოსმეტიკა, რომელიც აძლიერებს ჰიდროლიპიდურ შრეს და ხელს უშლის წყლის ზედმეტ აორთქლებას, ესაა დამატენიანებელი კრემები და ნიღბები. ეს კოსმეტიკა, ასევე, ებრძვის ფოტოდაბერების პროცესს. მოერიდეთ ძლიერი პილინგების ხშირ გამოყენებას.

კითხვა: რამდენად კარგია ფრჩხილის ბაზის ხმარება და რას უზრუნველყოფს ის? მაინტერესებს, ასევე, რამდენად კარგი და ეფექტურია ფრჩხილის ზეთი დაზიანებული ფრჩხილისთვის?

პასუხი: ფრჩხილების გასუფთავებისა და მათთვის სასურველი ფორმის მიცემის შემდეგ, კარგია ბაზის წასმა. ბაზა თქვენს ლაქს უფრო მდგრადს გახდის და ფრჩხილებს პიგმენტური ლაქებისგანაც დაიცავს. ხოლო, იმისათვის, რომ თქვენი ფრჩხილები იდეალურად გამოიყურებოდეს, საჭიროა, ყველანაირი პროცედურის შემდეგ ფრჩხილებზე მკვებავი ზეთი დაიტანოთ და კარგად შეიზილოთ. გარდა სილამაზისა და მბზინავი ეფექტისა, ეს ზეთები თქვენი ფრჩხილებისა და ნუნების სიჯანსაღესაც უზრუნველყოფენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი