რჩევები

კითხვა-პასუხი

№17

ავტორი: ანი რევია 11:00 07.05, 2021 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: მაქვს მშრალი კანი. რა არ გამოვიყენე, მაგრამ ეფექტურად არცერთი მკვებავი არ მოქმედებს. ახლა მირჩიეს, რომ საღამოობით ქაცვის ან ასკილის ზეთი წავისვა. მაინტერესებს, რამდენად ეფექტურია, ექსპერიმენტები რომ არ ვატარო? ვარ 46 წლის და ვამჩნევ, ცოტა ნაადრევადაც მომიბერდა სახის კანი.

პასუხი: ქაცვის ზეთი ძალიან კარგი მკვებავია, ბრწყინვალე ზეთია ყველა ტიპის კანისთვის და განსაკუთრებით დაბერებული და მშრალი კანისთვის. ხოლო, რაც შეეხევბა ასკილის ზეთს, ის კარგი აღმდგენია, ცნობილია თავისი გამამკვრივებელი და დაბერების საწინააღმდეგო თვისებებით, რეკომენდებულია მშრალი, დაბერებული და ნორმალური კანისთვის.

კითხვა: ფეხის ზედა ნაწილში და გვერდებზე, გამიჩნდა ცელულიტი. საკმაოდ ცუდი შესახედია, არადა ზაფხული მოდის და მიყვარს ღია საცურაო კოსტიუმში გარუჯვა. იქნებ რაიმე საშუალება არსებობს, რომ ეს პრობლემა, თავად მოვაგვარო, ყოველგვარი სამედიცინო პროცედურების ჩარევის გარეშე?

პასუხი: ყავაში შემავალი კოფეინი შესანიშნავი საშუალებაა ცელულიტთან საბრძოლველად. ყავის ნალექი შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში და შემოიხვიეთ კულინარიული ცელოფანი. 15-20 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ, ცივი და ცხელი წყლის კომბინაციით. გააკეთეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ მაინც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი