კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00 25.04

კითხვა: მითხრეს, რომ არასწორ პირობებში შენახული სახის კრემები ალერგიას იწვევს. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს და იქნებ, მირჩიოთ, რა პირობებში შევინახო სახის კრემები. პირადად მე მაცივარში ვინახავ.
პასუხი: არასწორად შენახული კრემის გამოყენებამ შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მის სწორად შენახვას. ყველაზე ცუდი ადგილი კრემისთვის სააბაზანო ოთახია: ტემპერატურისა და ტენიანობის ცვალებადობა ცუდად მოქმედებს სახისა და ტანის მოვლის ყველა საშუალებაზე. კრემის შენახვა მაცივარშიც არაა რეკომენდებული. თუკი ოთახში 30 გრადუს სითბოზე მეტია, კრემს, რომელიც განკუთვნილია პრობლემური სახის კანისთვის, მჭიდროდ უნდა დაახუროთ თავსახური, რადგან ამ კრემის შემადგენელი კომპონენტები ჰაერზე სწრაფად იშლება. ანტიასაკობრივი კრემი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ჟანგბადთან კონტაქტისას სწრაფად იშლება, ამიტომ ასეთი კრემები უნდა შეინახოთ სქელკედლებიან ფლაკონებში. არ შეიძლება კრემის მოთავსება მზეზე ან მისი გაყინვა. ყველაზე დიდხანს მკვებავი და დამატენიანებელი კრემი ინახება. არაა რეკომენდებული ამ კრემის ფლაკონიდან თითით ამოღება, კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ სპეციალურ კოვზს. ასეთ შემთხვევაში კრემში არ მოხვდება ოფლი ან ხელზე არსებული სხვა მიკრონაწილაკები. კრემების დახურულ მდგომარეობაში შენახვა სამ წლამდე შეიძლება, ღია მდგომარეობაში კი – ექვსი თვიდან ერთ წლამდე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან