რჩევები

კითხვა-პასუხი

№42

ავტორი: ანი რევია 11:00 25.10

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მაქვს განიერი სახის მოყვანილობა და ძალიან მაკომპლექსებს. ერთმა მითხრა, რომ არსებობს კოსმეტიკური საშუალებები, რომელიც სახის დათხელების ეფექტს იძლევა. ხომ ვერ მეტყვით, რომელია?

პასუხი: ასეთია ბრონზერი. გამოიყენება ბუნებრივი ბრწყინვალების ან სახის დათხელების მიზნით. დიდი ზომის ფუნჯით გადაისვით ბრონზერის მცირე ოდენობა ისეთ ადგილებზე, სადაც მზის შუქი ბუნებრივად ხვდება: შუბლი, ღაწვები, ცხვირი. თუ სახის დათხელება გინდათ, მაშინ გადაისვით ლოყებსა და ყბის ქვეშ, საფეთქლებთან და ცხვირის გვერდებზე.

კითხვა: როგორ გამოვიყენო სკრაბი ან ნიღბები სახის კანის ფორებიდან ჭუჭყისა და მტვრის ადვილად ამოსაღებად?

პასუხი: როდესაც სარგებლობთ სკრაბით, ჯერ კარგად გაისუფთავეთ სახის კანი. იმავე წესის გათვალისწინებაა საჭირო ნებისმიერი ნიღბით სარგებლობისას. თუ ფორები მტვრითა და ჭუჭყით იქნება გაჭედილი, სასურველ შედეგს ვერანაირი აქტიური ნივთიერება ვერ მოგიტანთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა