რჩევები

კითხვა-პასუხი

№41

ავტორი: ანი რევია 11:00

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მინდა, დავიწყო სახის შრატის გამოყენება. მირჩიეთ, როგორ შევარჩიო ის? ზოგადად, იქნებ ისიც ამიხსნათ, რისთვისაა განსაკუთრებულად კარგი, რომელი ასაკიდნაა რეკომენდებული და რამდენად ეფექტურია აკნეს შემთხვევაში?

პასუხი: შრატი არის პროდუქტი, რომელიც სწრაფად აღწევს კანის ღრმა ფენებში და ინტენსიურად კვებავს მას. ისევე, როგორც კანის ბევრ სხვა პროდუქტს, შრატს აქვს როგორც კანის გამღიავებელი, ასევე, აკნეს საწინააღმდეგო და სიბერის შემაჩერებელი ეფექტი. მისი გამოყენება ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ, უბრალოდ, აიჩიეთ ფორმულა: ანტიოქსიდანტი, დამატენიანებელი ან მკვებავი. შრატი, როგორც ყველა სხვა კოსმეტიკური საშუალება, ზეთსა და წყალზეა შექმნილი, თუმცა მისი ტექსტურა უცხიმოა და სახეზე წასმისას ცხიმიან ეფექტს არ ტოვებს. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, შეარჩიეთ შესაბამისი ფორმულის შრატი. შრატი აუცილებლად სუფთა კანზე უნდა წაისვათ. შეგიძლიათ, ის დამოუკიდებლად ან კანისთვის განკუთვნილ სხვა პროდუქტებთან ერთად იხმაროთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა