კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00 23.08
კითხვა: როგორ გავისქელო თმა, შევაჩერო მისი ცვენა და გავიჯანსაღო სტრუქტურა. მითხრეს, ჟელატინის ნიღაბი დაგეხმრებაო. როგორ მოვამზადო ის სახლის პირობებში?
პასუხი: ჟელატინი ცილების მაღალი შემცველობით გამორჩეული პროდუქტია და დადებითად მოქმედებს თმის ჯანმრთელობასა და მის სტრუქტურაზე. თმის ნიღაბი, რომლის მთავარ ინგრედიენტს, სწორედ, ჟელატინი წარმოადგენს, ნამდვილად საუკეთესოა თმის ცვენის პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად და თმის გასასქელებლად – 1 სადილის კოვზ ჟელატინს დაუმატეთ 3 სადილის კოვზი ცხელი წყალი, კარგად ურიეთ მკვრივი მასების გაქრობამდე და დააყოვნეთ რამდენიმე წუთით, რათა ჟელატინი სათანადოდ გაფუვდეს, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შამპუნი და 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი. მიღებული ნარევი კარგად შეიზილეთ თმის ძირებში, გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე და შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ორჯერ. სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან