რჩევები

კითხვა-პასუხი

№29

ავტორი: ანი რევია 11:00 26.07

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მაქვს მგრძნობიარე კანი. მინდა, თავად გავიწმინდო სახლის პირობებში. მსგავსი პროცედურა არასოდეს ჩამიტარებია და ეს ერთგვარი რისკია. როგორ მოვამზადო ამისთვის პილინგი?

პასუხი: ეს მსუბუქი პილინგი, სწორედ რომ, მგრძნობიარე კანისთვისაა: 1 სადილის კოვზ მანანის ფაფას შეურიეთ რძიანი შვრიის ფაფა, დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და კვერცხის გული. მიღებული მასა კანზე წაისვით და დაელოდეთ, სანამ კარგად არ შეშრება. შემდეგ კი ფრთხილად ჩამოიბანეთ.

კითხვა: თმა მოკლედ მაქვს შეჭრილი და გვერდებზე რომ გადაიწიოს, მეტალის სამაგრს ვხმარობ სამაგრის ადგილას თმა შემითხელდა და თითქოს გაუხეშდა. შესაძლოა, ეს მეტალს გამოეწვია?

პასუხი: მეტალის თმის დამაფიქსირებლები ჭიმავენ და აზიანებენ თმას. ამიტომ, რეკომენდებულია, მათი ქსოვილის სამაგრით ჩანაცვლება.

კითხვა: მაინტერესებს, როგორი კანისთვისაა თეთრი თიხა და რა შედეგს იძლევა მისი გამოყენება?

პასუხი: თეთრი თიხა უნივერსალური საშუალებაა, რომელიც ყველა ტიპის კანისთვის გამოიყენება. ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის გარეგნულ ეფექტურობას და უსაფრთხოდ წმენდს ფორებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა