რჩევები

კითხვა-პასუხი

№26

ავტორი: ანი რევია 11:00 05.07

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ფრჩხილის ფერი შემეცვალა – მიიღო მოყვითალო შეფერილობა და თეთრი ზოლებიც გაუჩნდა, გახდა მტვრევადი. ლაქს დავაბრალე და შევწყვიტე მისი წასმა, მაგრამ პრობლემა არ მოგვარდა. რა მოვიმოქმედო, რას მირჩევთ?

პასუხი: ფრჩხილის ფერსა და სტრუქტურაში ნებისმიერი ცვლილება შემაშფოთებელი სიგნალია. თხელი და უფერული ფრჩხილი, შეიძლება იყოს ანემიისა და ორგანიზმში რკინის უკმარისობის ნიშანი. გაყვითლებული ფრჩხილი ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებზე ან სოკოზე მიუთითებს. თეთრი ლაქები და ზოლები – თუთიის, სპილენძისა და იოდის უკმარისობაზე. გადაჭარბებული მტვრევადობა კი ვლინდება ვიტამინების, კალციუმის, რკინისა და ბეტა-კაროტინის უკმარისობის გამო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა