რჩევები

კითხვა-პასუხი

№4

ავტორი: ანი რევია 11:00 02.02

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მითხრეს, რომ დაზიანებული თმის აღსადგენად, ქერტლის მოსაცილებლად, თმის ცვენის შესაჩერებლად და თმის ძირების გასამკვრივებლად ზღვის მარილია საუკეთესო. ეს სიმართლეა?

პასუხი: ზღვის მარილი სასარგებლო მიკროელემენტთა მთელ კომპლექსს შეიცავს, ამიტომ, ძალიან სასარგებლოა თმისთვის. ის ღრმად აღწევს ქსოვილებში, აუმჯობესებს მათ სისხლით მომარაგებასა და მიმოქცევას, აჯერებს ჟანგბადით და ამით აჩქარებს უჯრედულ ცვლას. ეს ეხმარება თმის კვებას, ჩერდება ცვენა და აქტიურდება სტრუქტურის ზრდისა და აღდგენის პროცესი. ზღვის მარილი აწესრიგებს კანის ცხიმოვან ბალანსს, რაც პანაცეაა თმის მომატებული ცხიმიანობის სამკურნალოდ. ზღვის მარილს აქვს შესანიშნავი გამწმენდი ეფექტი და თავის კანში შეზელისას კანს ქერტლისგან ათავისუფლებს. ზღვის მარილი თმისთვის სუფთა სახითაც გამოიყენება და სხვადასხვა ნიღბის, ბალზამის, ლოსიონისა და ტონიკების შემადგენლობაშიც შედის. თმის გასაძლიერებლად და გასაჯანსაღებლად ძალიან ეფექტურია ზღვის მარილის ნიღბები, მაგრამ გამოყენების რამდენიმე წესია გასათვალისწინებელი: არ გამოიყენოთ ზღვის მარილის ნიღბები, თუ თავის თმიანი ნაწილს კანს მცირე ნაკაწრი ან დაზიანება აქვს; ზღვის მარილი თმისთვის მხოლოდ კვირაში 2-ჯერ არის რეკომენდებული. უფრო ხშირი გამოყენებისას უკუშედეგია მოსალოდნელი – თმა დაკარგავს მოცულობას, სიგლუვეს, გაუხეშდება და დავარცხნისას არ დაგემორჩილებათ. მშრალი კანისთვის მარილი კვირაში მხოლოდ ერთხელ მოიხმარეთ, ცხიმიანი ან ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანისთვის კი – კვირაში 2-ჯერ. მარილის ნიღაბი უნდა წაისვათ მხოლოდ სველ თმასა და კანზე. მკურნალობის ოპტიმალური კურსი თვეში 6-8 პროცედურაა, არანაკლებ 2,5-3 თვე, შემდგომი შესვენებით.

ზღვის მარილი გამოიყენება პილინგის სახით – მცირე რაოდენობით ზღვის მარილი წაისვით სველ თმაზე. მსუბუქი, წრიული მოძრაობით შეიზილეთ თმის ძირებში და გადაანაწილეთ თანაბრად თავის თმიანი ნაწილის კანზე, 5-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და შამპუნით და გადაივლეთ ვაშლის ძმრის ან ლიმონის წვენის წყალხსნარი. აღნიშნული პროცედურა ეხმარება თმის კვებასა და აღდგენას, აფერხებს ცვენას და ასტიმულირებს ზრდას. შესანიშნავად ასუფთავებს კანს და აშორებს ქერტლს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული