კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00 17.11

კითხვა: კოჟრების გამო ზამთრის პერიოდში ძალიან მიჭირს დახურული ფეხსაცმლის ტარება. ამ პრობლემას შინაური რაიმე რეცეპტით ხომ ვერ მოვაგვარებ?
პასუხი: არსებობს ასეთი ეფექტური საშუალება – საღამოს 2 ლიტრ ცხელ წყალში გახსენით 1 სადილის კოვზი სოდა და ამდენივე გახეხილი სარეცხის საპონი. ამ ხსნარში გააჩერეთ ფეხები ნახევარი საათით, შემდეგ კი პრობლემური ადგილები დაიმუშავეთ. გაიმშრალეთ და კოჟრის მიდამოში შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი. ჩაიცვით ბამბის წინდები და მთელი ღამე გაიჩერეთ. 2-3 ასეთი პროცედურის შემდეგ კოჟრი საგრძნობლად დაპატარავდება და შესაძლოა, გაქრეს კიდეც.
კითხვა: მაინტერესებს, კოსმეტიკური საშუალებების ყოველდღიური გამოყენება ხომ არ ახდენს გავლენას ქალის ჰორმონალურ ფონზე?
პასუხი: ქალის ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება ნამდვილად შეიცავს ტოქსიკურ კომპონენტებს. ამ მავნე ნივთიერებათა ზემოქმედება სავსებით შესაძლებელია, ქალის ჰორმონულ ფონზეც აისახოს. ზოგადად კი, გარკვეული ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც კოსმეტიკა შეიცავს, ხელს უწყობს ზოგიერთი დაავადების განვითარებას. ამიტომ არის აუცილებელი ხარისხიანი კოსმეტიკის გამოყენება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან