რჩევები

ყელის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება

№47

ავტორი: ანი რევია 11:00 30.11, 2023 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ყელის კანი უფრო ადრე ბერდება, ვიდრე სახის. ქალების უმეტესობას 30-35 წლის ასაკში ყელის მიდამოზე უკვე დაბერებული და ნაოჭებით დაფარული კანი აქვს. ამის მიზეზი კი უყურადღებობა და კანის მოუვლელობაა. ამიტომ, თუ არ გსურთ, თქვენმა ყელმა თქვენი ასაკი გათქვას, დროულად მიიღეთ შესაბამისი ზომები.

ყოველდღე გაისუფთავეთ ყელი მცენარეების ნაყენით. გვირილის, ცაცხვის ყვავილის, პიტნის, არყის კვირტების, სალბის ნაკრების 1 სადილის კოვზს, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 2 საათი. შემდეგ, გადაწურეთ და გაიწმინდეთ ყელის კანი მასში დასველებული ბამბის ტამპონით.

კანის დაბერება შეგიძლიათ, შეაფერხოთ სახლის პირობებში, მარტივად მომზადებული ლოსიონებით:

  • 1 კვერცხის გული აურიეთ 1 ცალ ლიმონის წვენში. დაუმატეთ 1 სადილის კოვზი არაყი და 1-2 ჭიქა ნაღები.
  • 1 კვერცხის გული აურიეთ 100 გრამ არაჟანში, დაუმატეთ 1-4 სადილის კოვზი არაყი და ლიმონის ან ფორთოხლის წვენი;
  • გახეხეთ 1 ცალი კიტრი, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი არაყი. დადგით 1 დღე და შემდეგ გაწურეთ. შეინახეთ მაცივარში და ყოველდღე, დილა-საღამოს, გაიწმინდეთ ყელის კანი, შემდეგ კი წაისვით ცხიმიანი მკვებავი კრემი.

წაისვათ ისინი კვირაში 3 დღე.

კვირაში ერთხელ კი გაიკეთეთ თბილი და ცივი კომპრესები – ხაოიანი პირსახოცი დაასველეთ ნელთბილ წყალში. გაწურეთ და 2 წუთით შემოიხვიეთ ყელზე. შემდეგ შემოიხვიეთ ცივ წყალში დასველებული და გაწურული პირსახოცი. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. პროცედურა დაამთავრეთ ცივი კომპრესით და წაისვით მკვებავი კრემი. მალევე იგრძნობთ ყელის კანის გაახალგაზრდავებას და გამკვირვებას.

ასევე, კარგია ზეთიანი კომპრესები: ზეითუნის ზეთი გაათბეთ. მარლის რამდენიმე ფენა დაასველეთ და შემოიხვიეთ ყელზე 20 წუთით. ზემოდან შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი. შემდეგ კი ხელით ნაზად დაიმასაჟეთ. თუ ამ პროცედურას კვირაში 2-3 ჯერ გაიკეთებთ, ეფექტს მალევე შეამჩნევთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული