ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 14.12
* ევგენი ევტუშენკოს წიგნში, „სიცოცხლეშივე არ მოკვდე“, ოთხმოციანი წლების ბევრი პოლიტიკური სახე მეტსახელებით ჰყავს მოხსენიებული, მაგალითად: ბრეჟნევი იყო ტორტილა, გორბაჩოვი ოკუპირებული ლაწირაკი, ანდროპოვი – სონეტების და „ფსიხუშკების“ ავტორი, ედუარდ შევარდნაძეს კი მოიხსენიებდა, როგორც გლობალურ ქართველს.
* მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში კავშირისთვის იყენებდნენ ინდიელებს – ნავახოს ტომის წარმომადგენლებს, რომლებიც ერთმანეთში თავიანთ ენაზე გადასცემდნენ ინფორმაციას, რაც სხვებისთვის გაუგებარი იყო. თუმცა, მათ ენაში არ არსებობდა ბევრი საჭირო სიტყვა, ამიტომ აუცილებელი გახდა მათი გამოგონება. ასე მაგალითად: წყალქვეშა ნავს უწოდეს „ბეშ-ლო“ – „რკინის თევზი“, გამანადგურებელს – „და-ხე-ტი-ხი“ – „მეხის ჩიტი“, გერმანელებს – „ბეშ-ბე-ჩა-ხე“ – „რკინის ქუდი“, იაპონელებს – „ბეხ-ნა-ალი-ტსოსი“ – „ელამი თვალები“, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი „ნე-ხე-მაკ“ – „ჩვენი დედა“ შეარქვეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან