ერთკვირიანი წიწიბურის დიეტია
ავტორი: ანი რევია 11:00 24.03

ზოგადად, ვარჯიში ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სხეულის გაჯანსაღების საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ, თუ გადატვირთული დღის რეჟიმის გამო ვარჯიშს ვერ ახერხებთ, მაშინ 1 კვირაში 5 ზედმეტი კილოგრამის დაკლებას წიწიბურის დიეტით მარტივად შეძლებთ.
საღამოს მოხარშეთ 1 ან 2 ჭიქა წიწიბურა 3-5 ჭიქა წყალში, უმარილოდ და უშაქროდ. გაღვიძებისთანავე, უზმოზე აუცილებელია დალიოთ 1 ჭიქა ცხელი, ანადუღარი წყალი. ნახევარი საათის შემდეგ მიირთვით 3 ნაწილად გაყოფილი წიწიბურის პირველი წილი, კეფირთან ან მაწონთან ერთად. მიაყოლეთ უშაქრო ჩაი ან ბოსტნეულის წვენი, მაგალითად, გოგრის, სტაფილოს, ტომატის და ასე შემდეგ. სადილზე მიირთვით წიწიბურის მეორე წილი, ვახშამზე კი – მესამე.
შუალედებში აუცილებელია სითხის მიღება, ოღონდ უგაზო, უშაქრო და უმარილო.
დიეტის ხანგრძლივობა, მხოლოდ 7 დღეა და ამ დიეტის გაკეთება რეკომენდებულია თვეში ერთხელ და არა მეტჯერ. წონის შესანარჩუნებლად კი შეზღუდეთ ტკბილეული და მარილიანი საკვები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან