რჩევები

ერთკვირიანი დიეტა

№25

ავტორი: ანი რევია 11:00

დიეტა
დაკოპირებულია

მთავარი, რაც ამ დიეტის დროს უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ არ დაგავიწყდეთ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიოთ 1 ჭიქა წყალი. ეს დიეტა ეკრძალებათ ორსულებს, თირკმელების პრობლემის, კალციუმის ნაკლებობისა და ავიტამინოზის მქონე ადამიანებს.

პირველი დღე

საუზმე: უცხიმო ხაჭო, ხილი.

სადილი: 100 გრამი მოხარშული თევზი, ბოსტნეულის სალათა.

შუადღე: 1 ცალი ვაშლი.

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 50 გრამი მოხარშული ქათმის ფილე.

მეორე დღე

საუზმე: ხილის სალათა.

სადილი: ქათმის ბულიონი, ბოსტნეულის სალათა.

შუადღე: უცხიმო იოგურტი, ხილის სალათა.

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათა.

მესამე დღე

საუზმე: უცხიმო ხაჭო, ხილის წვენი.

სადილი: პომიდვრის, ბულგარული წიწაკისა და ბადრიჯნის სალათა, 1 ნაჭერი შავი პური.

შუადღე: ხაჭო კენკრით.

ვახშამი: 100 გრამი მოხარშული ხორცი, ცოცხალი ბოსტნეული.

მეოთხე დღე

საუზმე: უცხიმო იოგურტი, ხილის წვენი.

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, 1 ნაჭერი შავი პური.

შუადღე: ხილის სალათა.

ვახშამი: ორთქლზე მომზადებული თევზის კატლეტი, ბოსტნეულის სალათა.

მეხუთე დღე

საუზმე: ხაჭო იოგურტითა და კენკრით.

სადილი: მოხარშული თევზი, 1 ნაჭერი შავი პური.

შუადღე: შავი შოკოლადი.

ვახშამი: 100 გრამი საქონლის მოხარშული ხორცი, ბოსტნეული.

მეექვსე დღე

საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ყველი და 1 ნაჭერი შავი პური.

სადილი: 1 ნაჭერი ქათმის ფილე, ბოსტნეულის სალათა.

შუადღე: ხილი.

ვახშამი: 100 გრამი მოხარშული, მჭლე ხორცი, ბოსტნეულის სალათა.

მეშვიდე დღე

საუზმე: 3-4 სადილის კოვზი არაჟანი.

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, 1 ნაჭერი პური.

შუადღე: შავი შოკოლადი.

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 50 გრამი მოშუშული სოკო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა