ერთკვირიანი დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00 05.05

ეს დიეტა მათთვისაა, ვისაც ნებისყოფა ჰყოფნის და იმავდროულად, აქვს სურვილი, სწრაფად დაიკლოს ზედმეტად აკრეფილი წონა. ასე რომ, სულ მცირე ნებისყოფა და კვირაში ზედმეტ 6 კილოგრამს უპრობლემოდ მოიტოვებთ უკან.
პირველი დღე
მთელი დღის განმავლობაში, მიირთმევთ მხოლოდ ხილს, ნებისმიერს, რომელიც გიყვართ. იკრძალება მხოლოდ ბანანი. ამასთან, დღეში 8-დან 12 ჭიქამდე წყალი უნდა დალიოთ.
მეორე დღე
მიირთვით უმი ან მოხარშული ბოსტნეული, ზეთისა და ყოველგვარი დანამატების გარეშე. აუცილებლად დალიეთ 8-დან 12 ჭიქამდე წყალი.
მესამე დღე
მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ ხილი და ბოსტნეული, გარდა ბანანისა და კარტოფილისა. უნდა დალიოთ 8-12 ჭიქა წყალი.
მეოთხე დღე
მთელი დღის განმავლობაში მიირთვით 6 ბანანი და 3 ჭიქა რძე.
მეხუთე დღე
დღის განმავლობაში მიირთვით 6 ცალი პომიდვრის სალათა, სალათის ფურცელთან ერთად და 2 ულუფა მოხარშული ბრინჯი. აუცილებლად სვით ბევრი წყალი.
მეექვსე დღე
დილით დალიეთ უშაქრო ყავა ან ჩაი, შუადღეს უნდა მიირთვათ მოხარშული ბრინჯი და დღის ბოლოს კი – უმი ბოსტნეული. დალიეთ 8-12 ჭიქა წყალი.
მეშვიდე დღე
შეგიძლიათ, მიირთვათ 2 ულუფა მოხარშული ბრინჯი, უმი ბოსტნეული და ნებისმიერი ხილის ახალგამოწურული წვენი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან