რჩევები

ერთკვირიანი დიეტა

№3

ავტორი: ანი რევია 11:00 23.01, 2023 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ამ დიეტის რაციონი, ძირითადად, ბოსტნეულისა და ცილებისგან შედგება. ორგანიზმში ჩალაგებულ ზედმეტ კილოგრამებს ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტებით მოიშორებთ და იმავდროულად, კუნთოვან მასასაც გაიმკვრივებთ.

დიეტის დროს რძის პროდუქტების ცხიმიანობა 1 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ვახშამი მიირთვით დაძინებამდე 5-6 საათით ადრე, სასმელებიდან კი დასაშვებია, მხოლოდ გაზგასული მინერალური წყალი და უშაქრო მწვანე ჩაი.

ყოველდღიურად მიიღეთ მინიმუმ 2 ლიტრი წყალი, ხოლო დაძინებამდე 1 საათით ადრე, უცხიმო კეფირი. გამორიცხეთ მარილი და შაქარი.

პირველი დღე საუზმე: ხორბლის ფაფა და 1 ჭიქა გრეიპფრუტის ახალგამოწურული წვენი.

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი.

ვახშამი: 1 ულუფა მოხარშული წიწიბურა, 1 ცალი კიტრი.

მეორე დღე საუზმე: ხილის სალათა.

სადილი: მოხარშული ჭარხლისა და სტაფილოს სალათა.

ვახშამი: ბოსტნეულის ტოლმა, 1 ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი.

მესამე დღე საუზმე: შვრიის ფაფა, 1 ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი ბროკოლით, 1 ნაჭერი ქათმის თეთრი ხორცი.

ვახშამი: გახეხილი სტაფილო.

მეოთხე დღე საუზმე: ხილის სალათა, 1 ჭიქა იოგურტი.

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, 1 ნაჭერი მოხარშული თევზი.

ვახშამი: ბოსტნეულის სალათა და 1 ჭიქა ხილის წვენი.

მეხუთე დღე საუზმე: შვრიის ფაფა, 1 ცალი მოხარშული კვერცხი.

სადილი: მოშუშული ბოსტნეული და 1 ნაჭერი ქათმის თეთრი ხორცი.

ვახშამი: გახეხილი სტაფილო და მოხარშული ჭარხლის სალათა, მოხარშული ბრინჯით.

მეექვსე დღე საუზმე: 100 გრამი ხაჭო და 1 ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.

სადილი: 1 ნაჭერი თევზი მოხარშული ბოსტნეულის გარნირით.

ვახშამი: მოხარშული წიწიბურა და 1 ჭიქა ხილის წვენი.

მეშვიდე დღე საუზმე: 1 ცალი მოხარშული კვერცხი და 1 ცალი მოხარშული სოსისი.

სადილი: ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთითა და ლიმონის წვენით.

ვახშამი: 1 ნაჭერი მოხარშული თევზი ბოსტნეულის გარნირით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი