დაიბრუნეთ 2 კვირაში სხეულის იდეალური ფორმა
ავტორი: ანი რევია 11:00 02.09
სხეულის იდეალური ფორმა რომ უპრობლემოდ დაიბრუნოთ, გთავაზობთ სპეციალურ ორკვირიან დიეტას.
ამ დიეტის დროს და მერეც, დღის განმავლობაში, აუცილებლად სვით 2 ლიტრამდე წყალი. ერთი ჭიქა წყალი დალიეთ ჭამამდე ორმოცი წუთით ადრე ან ჭამიდან ორი საათის შემდეგ.
პირველი დღე: 3 კვერცხი, ხილი და ბოსტნეული – შეუზღუდავი რაოდენობით.
მეორე დღე: 500 გრამი ხაჭო ან უცხიმო არაჟანი, 1 ლიტრი იოგურტი.
მესამე დღე: ხილი და ბოსტნეული – ნებისმიერი რაოდენობით, 1 ლიტრი კეფირი და 1 ლიტრი ხილის წვენი.
მეოთხე დღე: 500 გრამი ქათმის თეთრი ხორცი, 1 ლიტრი იოგურტი.
მეხუთე დღე: ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
მეექვსე დღე: 500 გრამი უცხიმო ხაჭო ან არაჟანი, 1 ლიტრი იოგურტი.
მეშვიდე დღე: ხილი და ბოსტნეული – შეუზღუდავი რაოდენობით.
მერვე დღე: 300 გრამი ქათმის ხორცი, 1 კვერცხი, ბოსტნეულის სალათა – შეუზღუდავი რაოდენობით.
მეცხრე დღე: ხილი – ნებისმიერი რაოდენობით, 150 გრამი საქონლის ხორცი, პომიდვრისა და კიტრის სალათა ზეთით.
მეათე დღე: 150 გრამი თევზი, 2 ნაჭერი ჭვავის პური, პომიდვრისა და კიტრის სალათა ზეთით, ნახევარი ლიტრი იოგურტი.
მეთერთმეტე დღე: 2 კვერცხი, 150 გრამი ძროხის ხორცი, 4 ნაჭერი ჭვავის პური, ბოსტნეულის სალათა, ნახევარი ლიტრი იოგურტი.
მეთორმეტე დღე: 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული – შეუზღუდავი რაოდენობით.
მეცამეტე დღე: 300 გრამი ქათმის ხორცი, ბოსტნეულის სალათა შეუზღუდავი რაოდენობით, 2 კვერცხი.
მეთოთხმეტე დღე: 4 ცალი მოხარშული კარტოფილი, ხილი – შეუზღუდავი რაოდენობით, 1 ლიტრი იოგურტი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან