ბრაზილიური დიეტა
ავტორი: ანი რევია 10:00 09.12
ამ საკმაოდ ეფექტურ და შედეგიან დიეტას ბრაზილიელები კვერცხის დიეტას უწოდებენ. ის გათვლილია 14 დღეზე. ამ ხნის განმავლობაში შესაძლებელია 7-8 კილოგრამის დაკლება შიმშლის გარეშე და რაც მთავარია, ჯანმრთელობის დაუზიანებლად.
პირველი და მეორე დღე: დღეში სამჯერ თითო მოხარშული კვერცხი, თითო ვაშლი და ჭიქა ყავა.
მესამე დღე: დილას – 2 მოხარშული კვერცხი; სადილად – 1 ნაჭერი საქონლის ხორცი; საღამოს – ერთი კვერცხი და მოწალული ისპანახი ზეითუნის ზეთით.
მეოთხე დღე: დილას – 1 მოხარშული კვერცხი; სადილად – მოხარშული თევზი, ერთი ცალი პომიდორი; საღამოს – ორი კვერცხი, ერთი ფინჯანი ყავა.
მეხუთე დღე: დილას – 1 მოხარშული კვერცხი, ერთი ფინჯანი ყავა; სადილად – 2 მოხარშული კვერცხი, ერთი პომიდორი; საღამოს – შემწვარი, უცხიმო თევზი, ბოსტნეული ძმრით.
მეექვსე დღე: დილას – მოხარშული კვერცხი, ერთი ფინჯანი ყავა; სადილად – ერთი ნაჭერი საქონლის ხორცი, კიტრი; საღამოს – უცხიმო ხბოს ხორცი, ერთი პომიდორი, ყავა.
მეშვიდე დღე: დილას – 1 მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, ერთი ფინჯანი ყავა; სადილად – მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი და ბოსტნეული; საღამოს – მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი, ერთი ვაშლი, ერთი ფინჯანი ყავა.
მომდევნო კვირის დღეებშიც იგივე მენიუ მეორდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან