ბანანისა და მაწვნის დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00 03.06, 2024 წელი

ეს დიეტა ეფექტურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სწრაფად, ანუ 5 დღეში, მინუს სამი კილოგრამის დაკლება სურთ. ბანანი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ხილია, მდიდარია სხვადასხვა სახის ვიტამინითა და მინერალით, სწრაფად წვავს ცხიმს. მაწონი კი რძის პროდუქტია, მსუბუქი და კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე დადებითად მოქმედებს.
ეს დიეტა, გარდა ზედმეტი კილოგრამების დაკლებისა, ორგანიზმს აჯანსაღებს. გაითვალისწინეთ, რომ დიეტის დაცვისას მოერიდოთ საღამოს 6 საათის შემდეგ საკვების მიღებას. თუ შიმშილს ვერ თოკავთ, შეგიძლიათ უშაქრო მწვანე ჩაი მიირთვათ.
პირველი დღე
დღის განმავლობაში მიირთვით 5 ცალი ბანანი, 400 გრამი მაწონი, 1 ცალი მწვანე ვაშლი და სვით წყალი, რამდენსაც ორგანიზმი მოგთხოვთ.
მეორე დღე
დღის განმავლობაში – 4 ცალი ბანანი, 400 გრამი მაწონი, 1 ფილა შავი შოკოლადი და 2 ლიტრი წყალი.
მესამე დღე
დღის განმავლობაში – 3 ცალი ბანანი, 400 გრამი მაწონი, რამდენიმე ცალი ფინიკი და ლიტრა-ნახევარი წყალი.
მეოთხე დღე
დღის განმავლობაში – 2 ცალი ბანანი, 400 გრამი მაწონი, 1 ცალი ფორთოხალი და 1 ლიტრი წყალი.
მეხუთე დღე
დღის განმავლობაში – 1 ცალი ბანანი, 400 გრამი მაწონი, 3 ცალი მანდარინი და წყალი, რამდენსაც ორგანიზმი მოგთხოვთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან