როგორ აღმოჩნდა, რომ სწორედ სატანისტურ რიტუალებში მონაწილეობა განსაზღვრავდა, ვინ რა პოსტს დაიკავებდა პოლიტიკასა და შოუ-ბიზნესში
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:58
ეფშტეინის ფაილებად წოდებული მასალების მორიგი ტალღა გამოიფინა და შევიტყვეთ, რომ ძლიერნი ამა სოფლისანი, სამეფო ოჯახების წევრების ჩათვლით, არა მხოლოდ გარყვნილებას ეწეოდნენ, არამედ წამებასა და მკვლელობებშიც იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ არანაკლებ რეზონანსული იყო ფი დიდის საქმე, რაც ჩაიფარცხა, შესაძლოა, ეფშტეინის საქმეში გარეულთა ამბავიც ისე დასრულდეს, თითქოს არც არაფერი მომხდარაო. უფრო ზუსტად, ფარდის მიღმა გარიგდნენ მხარეები, რომლებიც ერთმანეთის დისკრედიტაციით არიან დაკავებულები, ცხადია, ძალაუფლების მოპოვების ან შენარჩუნების და, რა თქმა უნდა, ერთმანეთზე ზემოქმედების მიზნით. რატომ გასაჯაროვდება ხოლმე პერიოდულად მსგავსი ამბები, რომელთა შესახებ ისედაც ყველამ იცის (ყველამ, ვინაიდან მსოფლიო ელიტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩართული იყო ამგვარ მოქმედებაში პირდაპირ თუ ირიბად)? – ამ თემას სოსო მანჯავიძესთან ერთად განვიხილავთ.
–ადრეც ვრცელდებოდა არათუ ინფორმაცია, კადრებიც კი საერთაშორისო ტიპის ღონისძიებებზე აშკარა სატანისტური რიტუალების ჩატარების, რომლებსაც ქვეყნების იმდროინდელი მმართველები ესწრებოდნენ. პედოფილია, სატანიზმი, მანიაკალიზმი, სადიზმი როდიდან დამკვიდრდა, როგორც, მათ შორის, დემოკრატიული სამყაროს მართვის წესი?
– მოდი, ასე ვთქვათ, ყოველთვის ასე იყო და, მათ შორის, ეგრეთ წოდებულ, დემოკრატიულ სამყაროშიც. ეს ატარებდა გარკვეულ რიტუალურ ხასიათს ფარულ საზოგადოებებში. ბევრ შემთხვევაში ეს პრაქტიკა იმალებოდა მათ მიერ, ვინც ამ პრაქტიკას მისდევდა და, შესაბამისად, ვინც ამას ამხელდა, ბნელებად იყვნენ და არიან გამოყვანილი, ანუ შეთქმულების თეორეტიკოსებად. მაგალითად, სტენლი კუბრიკის ფილმი სწორედ ამ რეალობას ასახავს ძალიან ხატოვნად და მკაფიოდ. სხვათა შორის, სტენლი კუბრიკის სიკვდილსაც ამ ფილმს უკავშირებენ. ფილმით ჩანს, რომ მან ეს ყველაფერი იცოდა. მგონი, ყველა ნორმალურ ადამიანს ესმის, რომ შავი მაგია, ჯადოქრობა, ბოროტი არსებობს. ეგონათ, რომ ეს იყო ფანტაზიები და დაკავშირებული იყო ცრურწმენებთან; რომ ავიღოთ, მაგალითად, იმავე ეთნოგრაფებისა და ეთნოლოგიების მიერ აღწერილი რეალობა, იგივე ფრედერის „ოქროს რტო“, რომელშიც აღწერილია ძველი ხალხების პლასტები და ის ყველა იმ მოვლენას, რომელიც დაკავშირებულია სიმპატიკურ თუ არასიმპატიკურ მაგიასთან, ცრურწმენების შედეგად მიიჩნევს და იმას არ აქცევს ყურადღებას, რომ ყველა ხალხს, ყველა რელიგიას, ვიდრე ათეისტური-რაციონალური სიგიჟე მენტალურ ბადედ გადაეფარებოდა საზოგადოებებს, ესმოდა, რომ ეს რეალობა იყო.
– ჩვენ ხომ გვაქვს სავსებით კანონიკური ლოცვა წმიდა კვიპრიანესი ჯადოქრობის წინააღმდეგ?!
– არა მარტო. ყველა ლოცვაში ნახსენებია ბოროტისგან დაცვა და რა ბოროტზეა ლაპარაკი, თუ ის არ არსებობს?!
– მათ შორის, ჩემივე აზრებია ბოროტი და როდესაც აზრს შეუძლია, იყოს ბოროტი, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ არსებობს ჯადოც და სხვა მაგდაგვარი უკუღმართობები.
– და ვიცით, ვინ უნერგავს ადამიანს ბოროტ აზრებს. ჰაერის მცველები, დემონები, მაგრამ ეს რატომღაც არ ახსოვთ. არადა სწორედ ამის გაბატონებას ვხედავთ, როგორც ერთი ჭკვიანი კაცი ამბობდა, ევროპაში ადრე დემონური არსებები ტყეებში იყვნენ გაგდებული და ადამიანები ცდილობდნენ, ემსახურათ ღმერთისთვის. ახლა ღმერთი გააგდეს ქალაქებიდან და, ბუნებრივია, ადამიანთა დასახლებებში დასახლდნენ ბოროტი ძალებიო. რასაც ვხედავთ კიდეც და ეს გადმოიფრქვა: ლაპარაკია, ბავშვების მსხვერპლად შეწირვაზე, მცირეწლოვნებისადმი სექსუალურ ძალადობაზე, რიტუალურ ძალადობაზე და ათას უბედურებაზე. ვისაც ჰგონია, რომ უბრალოდ შეიკრიბნენ და შემთხვევით მოუვიდათ, ცდება, იმიტომ რომ ლაპარაკია ელიტის უზარმაზარ ნაწილზე. შეგიძლია, გვარები ჩამოთვალო. მეტსაც გეტყვით, უბედურება ისაა, რომ დიდწილად სწორედ ასეთ რიტუალებში მონაწილეობის მიხედვით ირჩევა ამა თუ იმ პიროვნების წარმატების ხარისხი...
– რა პოსტზე მოხვდება.
– დიახ, პოლიტიკასა თუ შოუ-ბიზნესში, იმავე „ჰოლივუდში“, რომელიც გადაქცეულია ამის მთავარ ცენტრად. კიდევ ერთხელ გავიხსენებ სტენლი კუბრიკის ფილმ „ფართოდ დახუჭულ თვალებს“. აქედან გამომდინარე, ეს უდიდესი პრობლემაა და ნუგეშად ისღა გვრჩება, რომ ამ ძალებს ეწინააღმდეგებიან. ეს რომ ასე არ იყოს, არც მხილება იქნებოდა და არც ბრძოლა. ბრძოლა მიმდინარეობს და ჩვენ რომ ვლაპარაკობთ ახლა, ესეც ბრძოლაა. შესაბამისად, არც ბოროტის ბრძოლა ჩერდება, რომ დაეპატრონოს მთელ კაცობრიობას. ყოვლისმომცველი ბრძოლაა ყოველ წუთს და ეს უნდა გვესმოდეს. ამის აშკარა გამოვლინება იყო, რაც ვნახეთ: თუ რით იყო დაკავებული მთელი პოლიტიკური ელიტა, მათ შორის, პატიცემული დონალდი.
– პუტინიც 1 000–ჯერაა ნახსენებიო.
– პუტინი არ არის დაფიქსირებული უშუალოდ. ის მოხსენიებულია. პუტინს იხსენიებენ, როგორც აქტუალურ პოლიტიკურ ფიგურას მათ მიზნებში. ნახსენებია, რომ ეფშტეინის კუნძულზე ელიტური პროსტიტუციისთვის გარეგნობით გამორჩეულ რუსის გოგონებს ორგანიზებულად აწვდიდნენ, სავარაუდოდ, შპიონაჟისთვისაც. ცხადია, რუსული დაზვერვა არ გაუშვებდა ამ შანსს ხელიდან.
– ისევე, როგორც არც ერთი სხვა ქვეყნის დაზვერვა.
– დიახ, არცერთი ქვეყნის დაზვერვა არ გაუშვებს ხელიდან შანსს, რომ მსოფლიო პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებზე კომპრომატები მოაგროვოს.
– ისრაელის დაზვერვის ნამუშევარიაო.
– არსებობს ძალიან კონკრეტული ინფორმაცია, თუ ვინ იყო ეფშტეინი, რა კავშირები ჰქონდა მას „მოსადთან“, ვინ იყო ჯისლეინ მაქსველი. მამამისი იყო „მოსადის“ გავლენიანი წარმომადგენელი, რომელიც შემდეგ ძალიან დიდ სკანდალებში გაეხვია ბრიტანეთში, სხვაგანაც. ძალიან ცნობილი ფიგურა იყო და საკუთარი იახტიდან გაუჩინარდა. მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი „კა გე ბესთან“ ბრძოლაში, რის გამოც საპატიოდ დაკრძალეს ისრაელში. ამდენად, არავისთვისაა დამალული ვინ იყვნენ ეფშტეინი და მისი მეგობარი ჯესლეინ მაქსველი და რომელი ქვეყნის დაზვერვას წარმოადგენდნენ. არც ისაა გასაკვირი, რატომ ისწრაფვის ტრამპი ისრაელის განადგურებისთვის და რატომ არის ყველაზე უფრო პროისრაელური პრეზიდენტი ყველა პრეზიდენტს შორის. სტივ ბენონი, ტრამპის ყოფილი მრჩეველი, გამოვიდა და თქვა, ფაილები გამოქვეყნდა იმ მიზნით, რომ ტრამპი აიძულონ, დაარტყას ირანს. ვხვდებით, ხომ, რაზეა ლაპარაკი?! ჯერ კიდევ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი ფალსიფიკაციაა და ტრამპს არანაირი კავშირი არ ჰქონია ეფშტეინის მოქმედებებთან. ხოლო, თუ ისეთი ინფორმაცია გამოჟონავს ტრამპის შესახებ, რასაც ვერაფერს ვეღარ უზამ, ეს, რა თქმა უნდა, ტრამპის კრახი იქნება და არა მარტო ტრამპის, მთელი მისი ადმინისტრაციისა და, ზოგადად, მოძრაობა „მაგასი“. შეიძლება, შეერთებულ შტატებში ამის შედეგად დაიწყოს უმართავი პოლიტიკური პროცესები, ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი და ასე შემდეგ. ეს საუკუნის სკანდალია. შეგახსენებთ, რომ ტრამპი ხელისუფლებაში სწორედ ამ ბოროტი ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად მოვიდა. და ვინ იყო და არის მისი საყრდენი?! მოძრაობა „მაგა“, ისინი არიან მორწმუნე ამერიკელები, ძირითადად, უფრო თეთრკანიანები და პროტესტანტები, თუმცა მათ შორის კათოლიკეებიც ბევრნი არიან. მათ ყელში ამოუვიდათ „დემოკრატების“ შაბაში, „ელ გე ბე ტე“ აქტიობებით, კლიმატის ფეიკებით, იმიგრაციის ხელშეწყობით და რომელი ერთი ჩამოვთვალო. ზოგადად, რასაც „დემოკრატები“ აკეთებენ, ეს, ფაქტობრივად, ტროცკიზმია. ეს მიუღებელია ძალიან ბევრისთვის. ტრამპი მიაჩნდათ ტრადიციონალად და, შედეგად, უეცრად მიიღეს ეფშტეინის თანამზრახველი. ახლა მათ სრული კულტურული შოკი აქვთ. თუ ტრამპმა ვერ შეძლო ამის უარყოფა და დამატებითი ახალი ინფორმაცია გამოვიდა, რომელიც განამტკიცებს ამ ინფორმაციას, ანუ არგუმენტებულს გახდის, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება და არა მარტო ტრამპისა და მისი მოძრაობისთვის.
– დავუშვათ, ტრამპის მმართველობა დასრულდა კრახით, ვინ უნდა მოვიდეს? უმწიკვლო პოლიტიკოსი დარჩა დედამიწაზე?
– უმწიკვლოებაზე არ არის საუბარი. ერთ-ერთი ვერსიით, ამ ინფორმაციის გამომზეურების მიღმა „ფეიფალის“ მაფია დგას. ამის შესახებ ვერავერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ ის ძალა გაცილებით ძლიერია, ვიდრე, ეს, ერთი შეხედვით, ყოვლისშემძლე ელიტები იმიტომ, რომ მან შესაძლებელი გახადა, გამოემზეურებინათ ამ საოცარი ბოროტმოქმედებების მთელი კასკადი.
– მაგრამ ფი დიდის საქმეზეც დიდი ბოროტებები გამომზეურდა და დღეს აღარავის ახსოვს. ყველას ყველაფერი შერჩა და ამათ რატომ არ შერჩებათ?
– არ შერჩებათ იმ შემთხვევაში, თუ ძალოვანი შემადგენელი არ შეარჩენს. ანუ ბრძოლაზეა დამოკიდებული. სამართალი, ფაქტობრივად, დახეიბრებულია, მაგრამ აქ საქმე ტრამპს ეხება და ცოტა სხვანაირი მასშტაბია. თუ ტრამპი იმას გააკეთებს, რასაც მისგან მოითხოვენ, მაშინ უცებ აღმოჩნდება, რომ ეს მასალები მტრებმა შეუთითხნეს და სხვანაირად წავა საქმე.
– გამორიცხულია, რომ რაღაც ნაწილი მაინც ფალსიფიცირებული იყოს? საოცრებებია აღწერილი იმ მასალებში.
– რა თქმა უნდა, შეიძლება, იყოს, მაგრამ ტრამპი 3 000-ჯერ არის ნახსენები.
– მერე რა?! 3 000-ჯერ ფალსიფიცირებას ვერ მოახერხებდნენ? თუ შესაძლებელია, ჩაიფარცხოს დანაშაული, ესე იგი, შესაძლებელია, დანაშაულის დაბრალებაც.
– მაშინ სრულიად კორუმპირებული უნდა იყოს ის საგამოძიებო ორგანოც და არავითარი წინააღმდეგობა არ უნდა ხვდებოდეს. ამას გარდა, არის ფოტომასალა, რომ ტრამპი აქტიურად ურთიერთობდა ეფშტეინთან, ზოგადად, იმ წრეებში ტრიალებდა. თუმცა არც იმას ვამბობ, რომ ის აუცილებლად იმას აკეთებდა, რაც იმ მასალებში ეწერა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, რომ ტრამპს ძალიან დიდი ზარალი მიადგა.
– თქვით, ისრაელის განადგურებისკენ მიისწრაფვისო. იმიტომ რომ დიდია მასზე ისრაელის ზეწოლა?
– არავისთვის საიდუმლო არ არის, ვინ აფინანსებდა ტრამპს, მის საარჩევნო კამპანიას და არც ებრაული ლობის გავლენაა დამალული. არსებობს უამრავი მასალა ამის შესახებ და არც ტრამპი მალავს. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ, ვინ იყვნენ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან. როგორც რუსებმა თქვეს, სლავებს შორის მშვიდობის დასამყარებლად სამი ებრაელი გამოაგზავნაო. ოღონდ ის აღარ თქვეს, თავიანთი მხრიდან ვინ გააგზავნეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





