Zincovid NEURO/ცინკოვიდი ნეირო – ნერვული სისტემის სწრაფი რეაბილიტაცია
ავტორი: სოფი ლორია 15:11 23.03, 2022 წელი

ნერვული სისტემის გამართული ფუნქციონირება ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესია. ნერვული სისტემა აგებულებით ურთულესია და მრავალმხრივ ფუნქციებს ასრულებს: გრძნობათა ორგანოების მეშვეობით აკავშირებს ორგანიზმს გარემოსთან, არეგულირებს თითოეული ორგანოს ფუნქციებს, ათანხმებს სხვადასხვა ორგანოების მუშაობას ერთმანეთთან, განაპირობებს აზროვნებას, მეტყველებას, დამახსოვრებას, ემოციებს, მოძრაობასა და სხვა ფიზიკურ პროცესებს. ნერვული სისტემა ორი ნაწილისგან შედგება, ცენტრალური და პერიფერიული. ცენტრალურ ნაწილს მიეკუთვნება თავისა და ზურგის ტვინი; ხოლო პერიფერიულს – ნერვული კვანძები, მათგან გამომავალი ნერვები და ნერვული წნულები. ცენტრალური ნერვული სისტემა არის ნერვული იმპულსების „გადამამუშავებელი“ ცენტრი, გადამუშავებულ ინფორმაციას კი შემდგომ გადასცემს პერიფერიულ ნერვულ სისტემას. ამრიგად, ნერვული სისტემა უზრუნველყოფს ინფორმაციის გატარებას ტვინის მიმართულებით და ინფორმაციის გადამუშავების შემდგომ ორგანიზმის ადეკვატურ პასუხს სხვადასხვა გამაღიზიანებელზე.
ვირუსებმა, არასრულფასოვანმა და არასწორმა კვებამ, ცხოვრების არაჯანსაღმა წესმა, სხვადასხვა ქრონიკულმა მდგომარეობამ (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი) შესაძლოა ნერვული სისტემის დაზიანება გამოიწვიოს. შედეგად ვითარდება სისუსტე, დაღლილობა, შფოთვა, უძილობა, ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითება, ასევე სხვადასხვა ნეიროპათიული მდგომარეობა.
უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელობაზე, მათ შორის ნევროლოგიური თვალსაზრისით. ყველა ერთხმად თანხმდება, რომ B ჯგუფის ვიტამინები უმნიშვნელოვანესია ნერვული სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის, დაზიანების შემთხვევაში კი – ნერვული ქსოვილის აღდგენისთვის. ნეირონებს შორის იმპულსების, ინფორმაციის შეუფერხებლად გადასაცემად უმნიშვნელოვანესია ნეირომედიატორების სრულფასოვანი სინთეზი. აღნიშნული კი ორგანიზმში მეტწილად სწორედ B ჯგუფის ვიტამინების ადეკვატურ დონეზეა დამოკიდებული. ის ადამიანები, რომელთა ორგანიზმში აღნიშნული სასიგნალო ნივთიერებების შეუფერხებელი სინთეზი მიმდინარეობს, უფრო იოლად უმკლავდებიან სტრესულ სიტუაციებს, ნაკლებად ღიზიანდებიან და არ აწუხებთ უძილობა, არ აქვთ ხასიათის ხშირი ცვალებადობა ან შფოთვა. B ჯგუფის ვიტამინები წარმოადგენს აუცილებელ ფაქტორს სისხლის უჯრედების ფორმირებისთვის. გარდა ამისა, B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობს ჰომოცისტეინის დონის შემცირებაში, შედეგად კი მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიხშირე, დემენციის განვითარებისა და კოგნიტიური დისფუნქციის რისკი.
ნერვული სისტემის გამართული მუშაობისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ვიტამინებისა და მინერალების (მაგალითად, D3 და C ვიტამინები, თუთია, მაგნიუმი) ადეკვატური დონე ჩვენს ორგანიზმში.
ნერვული სისტემის პათოლოგიები ძალიან გავრცელებულია და მისი განვითარება ან გამწვავება ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოხდეს. საგულისხმო ფაქტია, რომ დღესდღეობით ნევროლოგიური დარღვევები ხშირად COVID-19-ის გადატანის შემდგომ, ეგრეთ წოდებულ, პოსტკოვიდურ პერიოდში ვლინდება.
საერთაშორისო, სამედიცინო ჟურნალში THE LANCET გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილი პაციენტების 30-35%-ში ვლინდება პოსტკოვიდური სინდრომი, რომელსაც ახასიათებს: დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, უმადობა, დაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნება ფეხებსა და ხელებში, თავბრუსხვევა, უძილობა, შფოთვა, მეხსიერების დაქვეითება, დეპრესია; ასევე ვითარდება ანემია და წონის კლება. აღნიშნული სიმპტომები ხშირად 6-12 კვირამდე გრძელდება.
ნერვული სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭიროა მივყვეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. რეკომენდებულია მეტი ფიზიკური აქტივობა, მოძრაობა, ვარჯიში, ჯანსაღი და უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება, ასევე სწრაფი რეაბილიტაციისთვის - ორგანიზმის B ვიტამინებით გამდიდრება.
გერმანულმა კომპანია WELTPHARMA-მ, სპეციალურად ნერვული სისტემის სწრაფი რეაბილიტაციისთვის შექმნა ახალი საკვები დანამატი ცინკოვიდი ნეირო. მასში შემავალი B ჯგუფის ვიტამინების მაღალი კონცენტრაციის, C, D3 ვიტამინების, ასევე თუთიისა და მაგნიუმის სინერგიული მოქმედება აღადგენს და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ვირუსული ინფექციების გადატანის შემდგომ აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს, ამცირებს შფოთვას, უძილობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას და ცხოვრების ხარისხს, პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტებში ამცირებს გაღიზიანებადობას, ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და ყურადღების კონცენტრაციას.
ცინკოვიდი ნეირო მიიღება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზევით: 1 ტაბლეტი დღეში, ერთჯერადად, იხსნება 200 მლ გრილ წყალში.
ცინკოვიდი ნეირო - წარმოებულია გერმანიაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან