ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00
კითხვა: მაინტერესებს, რენტგენზე თუ გამოჩნდება კბილის ან ფესვის ღრმა დაზიანება, როდესაც ღრძილზე ვიზუალურად არის ჩირქგროვა?
პასუხი: დიახ, რენტგენი (ვიზიოგრაფი) აჩვენებს არა მხოლოდ კბილს, არამედ მის ირგვლივ არსებულ ძვლოვან ქსოვილსაც. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ რბილი ქსოვილები (ღრძილი) რენტგენზე ნაკლებად ჩანს, ჩირქოვანი პროცესი, აბსცესი ან ფისტულის სათავე ძვალში ჩანს, როგორც მუქი ლაქა (დესტრუქცია), რაც ექიმს საშუალებას აძლევს, დაინახოს ინფექციის გავრცელების არეალი.
კითხვა: 15 წლის მოზარდს პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის ანალიზი გავუკეთეთ და შედეგი აღმოაჩნდა 6.78, ნორმა 30-ია, ანუ დაბალია. ასევე, გავუკეთეთ TSH ანალიზიც: 0.3-0.4 ნორმაა, შედეგი კი 0.8 აღმოჩნდა. შეიძლება, D ვიტამინის ასეთმა დაბალმა მაჩვენებელმა TSH შედეგი შეცვალოს, თუ D ვიტამინი არ მიიღო? ამათ შორის არის კავშირი?
პასუხი: D ვიტამინის ძლიერი დეფიციტი (როგორც ამ შემთხვევაში – 6.78) ზოგჯერ მოქმედებს თირეოიდულ ფუნქციაზე, თუმცა TSH 0.8 ნორმის ფარგლებშია და თირეოიდის პათოლოგიას არ მიუთითებს. დაიწყეთ D ვიტამინის დანამატის მიღება, ოღონდ აუცილებლად ექიმის რეკომენდაციით. 3 თვეში კი განმეორებით გაიკეთეთ ვიტამინის ანალიზი და სურვილისამებრ TSH.
კითხვა: 2 წელი ვსვამდი ჯესის ტაბლეტებს. 2 თვეა, შევწყვიტე TSH. ახლახან, უბრალოდ, ანალიზი გადავიმოწმე და 3.1-ია. როგორი შედეგია 26 წლის გოგოსთვის და ჯესის შეწყვეტის ფონზე ხომ არ არის მომატებული?
პასუხი: თქვენი TSH-ის მაჩვენებელი 3.11 არის ნორმის ფარგლებში, რადგან ლაბორატორიების უმეტესობაში ზედა ზღვარი 4.0-მდეა. ჯესის მსგავსი კონტრაცეპტივების შეწყვეტამ შესაძლოა, გამოიწვიოს ჰორმონალური ფონის მცირედი ცვლილება, თუმცა თქვენი შედეგი ნორმის დიაპაზონში რჩება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




